"იუმორინას" ცნობილი მსახიობი დააყაჩაღეს და მძიმე მდგომარეობაშია

"იუმორინას" ცნობილი მსახიობი დააყაჩაღეს და მძიმე მდგომარეობაშია

მსახიობი გურამ ჯაში დააყაჩაღეს და მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზე მსახიობი და ყოფილი პარლამენტარი გია როინიშვილი წერს. გურამ ჯაში მარჯანიშვილის თეატრის და "იუმორინას" ცნობილი მსახიობია.

"გუშინ გვიან ღამით დააყაჩაღეს, გაძარცვეს.... ტრეპანაცია დაჭირდა:(((( გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს გურამს!!!.. ყვავის კრიმინალი!!!!", - წერს როინიშვილი.

როინიშვილის თქმით, ჯაში ახლა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცი) წევს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. AMBEBI.GE ცდილობს მეტი დეტალი გაარკვიოს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით.

წაიკითხეთ: მსახიობ გურამ ჯაშზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ჩაინგრა - ფოტოები ბახმაროდან, სადაც 3-მეტრამდე თოვლია

მეუფე ნიკოლოზი - " მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად... უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები"

პატრიარქი - "შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის..."