პატრიარქის კარდიოლოგი - ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს

პატრიარქის კარდიოლოგი - ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს

პატრიარქის ექიმის, შალვა პეტრიაშვილის განცხადებით, პატრიარქი დატოვებს თუ არა საპატრიარქოს, მასზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ექიმმა განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა პატრიარქმა დატოვოს საპატრიარქო.

"მასზეა დამოკიდებული, თვითონ როგორც ჩათვლის საჭიროდ პატრიარქი. როგორც შალვა პეტრიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სტაბილურად არის.

"სტაბილურად არის. ახლა მივდივარ, უნდა მოვინახულო. ძალიან დიდი ოპერაცია გადაიტანა. საკმაოდ პრობლემები დახვდა და ვუფრთხილდებით მის ემოციურ მდგომარეობას და ჯანმრთელობას. ამჟამად მდგომარეობა კარგია. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს", - განაცხადა შალვა პეტრიაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი