მიტროპოლიტი პეტრე - პატრიარქის ჩამობრძანების მიუხედავად, საპატრიარქოში სიტუაციას კვლავ ყველაზე დიდი დამნაშავე ქალბატონი მართავს

მიტროპოლიტი პეტრე - პატრიარქის ჩამობრძანების მიუხედავად, საპატრიარქოში სიტუაციას კვლავ ყველაზე დიდი დამნაშავე ქალბატონი მართავს

საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანების მიუხედავად, საპატრიარქოში სიტუაციას კვლავ ყველაზე დიდი დამნაშავე ქალბატონი მართავს, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

პეტრე ცაავა ადვოკატებთან ერთად მამა გიორგი მამალაძესთან ე. წ. მატროსოვის ციხეში შევიდა.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განაცხადა, აუცილებელია გამოძიების ობიექტურად წარმართვისთვის "ქალბატონი" ჩამოშორდეს პროცესებს.

ამასთან, კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, პეტრე ცაავამ განმარტა, რომ პროცესებს საპატრიარქოში კვლავ "ქალბატონი" წარმართავს და სწორედ მისი სურვილით არ მოხდა აღნიშნული შეხვედრა.

იხილეთ ვიდეო

"მსგავსი განცხადებებისგან იკვეთება სერიოზული პრობლემა, რომ საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან სიტუაციას საპატრიარქოში კვლავ მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა - ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ, ამ მმართველობას უნდა ჩამოცილდეს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და ობიექტრად წარიმართოს. გაკეთებული განცხადებები მამა მიქაელის მიერ და სხვა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით, მისი გარემოცვისგან რაც იკვეთება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიების პროცესებისთვის. თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან ასევე ადვოკატები - გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი შევიდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი