სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა დატოვა?

სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა დატოვა?

"რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს" - ამის შესახებ საპატრიარქოს მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის თანამდებობა დატოვა. მამა მიქაელ ბოტკოველმა აღნიშნულ შეკითხვას არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, პატრიარქის დაცვის დანარჩენი შემადგენლობა საპატრიარქოშია. "სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. პატრიარქის დაცვის შემადგენლობა საპატრიარქოშია, თუმცა რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

იხილეთ ვიდეო

სოსო ოხანაშვილი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის სიძეა. მეუფე არ ფლობს ინფორმაციას, ინარჩუნებს თუ არა თანამდებობას პატრიარქის დაცვის უფროსი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად მეუფე დიმიტრიმ განუცხადა. "მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მე ამ ინფორმაციას არ ვფლობ", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი