"ბორჯღალოსნების" ბრაზილიელი ქომაგი: მინდა, ბრაზილიელებს საქართველო ჩემი თვალით ვანახო

"ბორჯღალოსნების" ბრაზილიელი ქომაგი: მინდა, ბრაზილიელებს საქართველო ჩემი თვალით ვანახო

ბრაზილია ის ქვეყანაა, სადაც ნომერ პირველი სპორტი ფეხბურთია და იქ იშვიათად თუ იპოვით რაგბიზე შეყვარებულ გულშემატკივარს. თუმცა არა მხოლოდ რაგბიზე, არამედ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებზე შეყვარებული ადამიანი ვნახეთ.

დიეგო დუბარდი ბრაზილიელი მორაგბე და ფოტოგრაფია. ის უკვე წლებია "ბორჯღალოსნებს" გულშემატკივრობს. 2013 წელს დიეგო არგენტინაში სპეციალურად ჩვენი ნაკრების საგულშემატკივროდ ჩავიდა, 2014 წლის ბოლოს კი საქართველოსაც ესტუმრა.

დიეგომ sportall.ge-სთან სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

- როდის და რატომ დაიწყე ჩვენი ნაკრების გულშემატკივრობა?

- რაგბის თამაში გვიან, 26 წლის ასაკში დავიწყე. მიზეზი ჩემი ყოფილი შეყვარებულია. რაგბის თამაში მას სურდა, თუმცა ქალთა ნაკრები არ გვყავს და დავპირდი, რომ დავეხმარებოდი.

თამაში ადგილობრივ კლუბში დავიწყე. თავიდან "ექვსი ერის" თამაშებს ვუყურებდი და ბევრს ვსწავლობდი. 2011 წელს გუნდში პორტუგალიელი მწვრთნელი მოვიდა. მაშინ კაპიტანი ვიყავი და მან მითხრა, თამაშით ქართველს ჰგავხარო...

სახლში მისულმა "ბორჯღალოსნების" რამდენიმე თამაში ვნახე და ვცადე, მსგავსება მეპოვა ჩემსა და მათ შორის. ამის მერე ვარ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი.

წაიკითხეთ სრულად sportall.ge -ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი