მამა დავით შარაშენიძე - სოსო ოხანაშვილის გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური და ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი

მამა დავით შარაშენიძე - სოსო ოხანაშვილის გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური და ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი

მიგვაჩნია, რომ სოსო ოხანაშვილის გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური და ეს იყო სიცრუეში ბრალის დადება და ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მამა მიქაელმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ თვითონ არ ჰყავდა ნანახი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში და არ უთქვამს, თუ რა პოზიციას იკავებს ის დღეს. შარაშენიძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, აგრძელებს თუ არა ოხანაშვილი სამსახურს საპატრიარქოში.

"სოსო ოხანაშვილმა მამა მიქაელ ბოტკოველს სიცრუეში დასდო ბრალი. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. მამა მიქაელმა ცალსახად გააკეთა განცხადება, რომ მას თვითონ არ ჰყავდა ნანახი საპატრიარქოში სოსო ოხანაშვილი და იქ არ იყო საუბარი თუ რა პოზიციას იკავებს დღეს და აგრძელებს თუ არა სამსახურს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური, სიცრუეში ბრალის დადება და ცილისწამება დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისადმი. ეს არის სამწუხარო ფაქტი. ეს არის საპატრიარქოს პოზიცია. უახლოეს მომავალში იქნება სრულიად ცალსახა პოზიცია, აგრძელებს თუ არა ის (სოსო ოხანაშვილი) თავის სამსახურს საპატრიარქოში", - განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი