"პატრიარქს ფრაზა - "ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს" არა მამა გიორგი მამალაძის, არამედ პროკურატურის შესახებ უნდა ეთქვა და ვიდეოდან ეს წინადადება სწორედ ამის გამო ამოიჭრა"

"პატრიარქს ფრაზა - "ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს" არა მამა გიორგი მამალაძის, არამედ პროკურატურის შესახებ უნდა ეთქვა და ვიდეოდან ეს წინადადება სწორედ ამის გამო ამოიჭრა"

მეუფე დიმიტრის მტკიცებით, ბერლინის კლინიკაში ჩაწერილ ვიდეოში პატრიარქი სიტყვებს "ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს" არა მამა გიორგი მამალაძის, არამედ პროკურატურის შესახებ ამბობს.

როგორც მეუფე დიმიტრიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პატრიარქმა უბრალოდ პროკურატურის ნაცვლად შეცდომით მამა გიორგი მამალაძის სახელი ახსენა და ვიდეოდან ეს ნაწილიც სწორედ ამის გამო ამოიჭრა.

მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა ისიც, რომ ვიდეოდან რამდენიმე წინადადების ამოღების გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო თავად პატრიარქთან.

"პატრიარქთან პალატაში შეკრებილი ვიყავით ოთხი მღვდელმთავარი, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და შორენა. იქ ვსაუბრობდით ამ საკითხთან დაკავშირებით. ითქვა, რომ ხალხის დაბნეულობა გამოიწვია პროკურატურის სხვადასხვა განცხადებებმა. გადავწყვიტე, რომ ვიდეო მიმართვა გაგვეკეთებინა. რატომღაც არ ვიცი, ჩვენ ვერ ვთქვით ხმამაღლა, თუ პატრიარქმა ეს ვერ გაიგო, გამოვიდა ისე, რომ პატრიარქი ამბობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს და ხან მესამეს. ეს ასე არ იყო, იმიტომ რომ ამ დროს, იცით, მამა გიორგი დუმდა. ის, რასაც ეუბნებოდნენ პროკურატურის შესახებ პატრიარქს, მამა გიორგის შესახებ თქვა პატრიარქმა. იქვე მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვახსენეთ პატრიარქსაც, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და ნაწილი მოიჭრა, სადაც პატრიარქი საუბრობს, პროკურატურის ნაცვლად მამა გიორგიზე - ხან ერთ ამბობს, ხან მეორეს, ხან მესამესო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მეუფე დიმიტრიმ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი