ლაშა ჟვანია - მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ინარჩუნებს პატრიარქის მდივნის პოზიციას

ლაშა ჟვანია - მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ინარჩუნებს პატრიარქის მდივნის პოზიციას

მამა მიქაელის მიერ თანამდებობის დატოვება იმ ადამიანის გადასაწყვეტია, რომელიც მას ნიშნავს, ეს არის მისი უწმინდესობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

მისი თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ინარჩუნებს პატრიარქის მდივნის პოზიციას. ჟვანიას განცხადებით, მამა მიქაელ ბოტკოველს პატრიარქისთვის მისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიწოდებული არ აქვს.

"მამა მიქაელ ბოტკოველის თანამდებობა გახლავთ კონკორდატის თანამდებობა. მამა მიქაელის თანამდებობის დატოვება არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც მას ნიშნავს. ეს არის მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მე როგორც ვიცი, მამა მიქაელს მისი ეს ემოციური გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია მის უწმინდესობასთან, ამიტომ დაველოდოთ. ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და მჯერა, რომ მიქაელ ბოტკოველი მის ნება-სურვილს დაემორჩილება", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია ასევე პატრიარქის პირადი დაცვის სამსახურის უფროსის, სოსო ოხანაშვილის საქმეც. როგორც ჟვანიამ განაცხადა, პატრიარქის დაცვის სამსახური არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და, შესაბამისად, გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა იყოს მიღებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი