მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა

მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა

ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.

"ამ ქვეყნად ყველაზე დიდი უსამართლობა ბავშვების სიკვდილია" - წერს გვარამია, რომელმაც დღეს მაია ასათიანის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი დაწერა ფეისბუქის გვერდზე.

ასათიანის ქალიშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. მაია ასათიანი შვილთან წუხელ გადაფრინდა. სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაია ასათიანის ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოხატავს მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი: "მაია ვერ ვჩერდები ისე ვტირივარ. შენს გვერდზე ვარ და როგორ მესმის შენი" - წერს პირად გვერდზე ბეგაშვილი.

AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს.

წაიკითხეთ: მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ

Georgian TV host’s 18-year-old daughter dies in France

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი