რა არის მენინგოკოკური ინფექცია?

 რა არის მენინგოკოკური ინფექცია?

მენინგოკოკური ინფექცია არის მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ბაქტერია Neisseria meningitidis. ის აზიანებს თავის ტვინის გარსს და იწვევს მენინგიტს, მენინგოენცეფალიტს, ენცეფალომიელიტს. ინფექციის გენერალიზების შემთხვევაში მოსალოდნელია კაპილართა ენდოთელიუმის დაზიანება და ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარება. აქედან გამომდინარე, მენინგოკოკური ინფექციის პათოგენეზში შეიძლება გამოიყოს ორი მომენტი: 1. თავის ტვინის გარსის დაზიანება; 2. კაპილართა ენდოთელიუმის დაზიანება და ამის კვალობაზე - სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომისა და ინფექციურ-ტოქსიკური შოკის განვითარება. მენინგოკოკური ინფექცია ყველა კონტინენტზე გვხვდება.

ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია, რომელიც შეიძლება იყოს:

1. მენინგოკოკითა და მენინგოკოქცემიით დაავადებული;

2. ნაზოფარინგიტით დაავადებული;

3. მენინგოკოკის მატარებელი.

მენინგოკოკური ინფექცია ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ შემთხვევათა უმრავლესობა 14 წლამდე ასაკის ბავშვების წილად მოდის. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიებს შორის არსებულ პერიოდში უმთავრესად ადრეული ასაკის ბავშვები ავადმყოფობენ, მატარებლობა კი უმთავრესად მოზრდილებს შორის იმატებს.

მენინგოკოკური ინფექციის დროს სიკვდილიანობა ძირითადად ელვისებური განვითარებისა და მკურნალობის დაგვიანების ბრალია. ლეტალობა განსაკუთრებით მაღალია წლამდე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებს შორის. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს. განმეორებითი შემთხვევები იშვიათია.

ინფიცირების მექანიზმი

ადამიანის ორგანიზმში მენინგოკოკი ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან იჭრება. შემთხვევათა უმრავლესობაში ყალიბდება ე. წ. ჯანმრთელი მატარებლობა, 10-30%-ში ვითარდება ცხვირ-ხახის ანთება (ნაზოფარინგიტი), უფრო იშვიათად (1-3%) კი მენინგოკოკი გადალახავს ადგილობრივ ბარიერს და სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება - ხდება ინფექციის გენერალიზება, ყალიბდება ბაქტერიემია. ამ პროცესს თან სდევს მენინგოკოკების მასობრივი დაღუპვა. ამ დროს უხვად გამოიყოფა ტოქსინები (ტოქსიცემია) და სისხლძარღვების ენდოთელიუმს აზიანებს.

ინფექციის გენერალიზების მიზეზი ორგანიზმის გამძლეობის დაქვეითებაა.

სიმპტომები და მიმდინარეობა

დაავადების საინკუბაციო პერიოდი ორიდან ათ დღემდე მერყეობს.

განასხვავებენ მენინგოკოკური ინფექციის სამ ფორმას:

I. ლოკალურს:

ა) მენინგოკოკის მატარებლობა;

ბ) მწვავე ნაზოფარინგიტი;

II. გენერალიზებულს:

ა) მენინგოკოქცემია: ტიპური ელვისებური (უმწვავესი მენინგოკოკური სეფსისი), ქრონიკული;

ბ) მენინგიტი;

გ) მენინგოენცეფალიტი;

დ) შერეული ფორმა (მენინგიტ-მენინგოკოქცემია);

III. იშვიათს:

ა) ენდოკარდიტი;

ბ) პოლიართრიტი;

გ) პნევმონია;

დ) ირიდოციკლიტი.

მენინგოკოქცემია

მენინგოკოქცემია იწყება მწვავედ, ძლიერი შემცივნებითა და ტემპერატურის 39-40 C-მდე აწევით. პირველსავე საათებში გამოხატულია მძიმე ინტოქსიკაცია: ავადმყოფი ფერმკრთალია, დაჰკრავს ციანოზური ელფერი, ტუჩები და კანი მშრალი აქვს, სტკივა თავი, აღებინებს, უჩივის ტაქიკარდიას, ქოშინს, უძილობას, უმადობას და გაძლიერებულ წყურვილს.

მენინგოკოქცემიის ძირითადი სადიაგნოზო ნიშანია ჰემორაგიული გამონაყარი (სისხლჩაქცევები). დაავადების დაწყებიდან დაახლოებით 5-20 საათის განმავლობაში კანსა და ლორწოვან გარსებზე სხვადასხვა ზომის სისხლჩაქცევები ჩნდება. გამონაყარი უხვია, კანიდან ამოწეული, აქვს ზოგან წერტილოვანი პეტექიების, ზოგან კი ფართო (2-15 სმ დიამეტრის) სისხლჩაქცევების სახე. ასეთ კანს ექიმები ვარსკვლავიან ღამეს ადარებენ - გაფითრებულ, ციანოზურ კანზე მოჩანს უსწორმასწორო სისხლჩაქცევები, რომლებიც ზოგჯერ ჩვენს თვალწინ ჩნდება და მართლაც ჰგავს სხვადასხვა ზომის მოციმციმე ვარსკვლავებს  წაიკითხეთ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი