რას ნიშავდა სიტყვა "სთველი" და როდის იწყებოდა რთველი ძველ საქართველოში

რას ნიშავდა სიტყვა "სთველი" და როდის იწყებოდა რთველი ძველ საქართველოში

საქართველოში მევენახეობას ძირითადად ღვინის დასაყენებლად მისდევდნენ. მაგალითად, სამცხეში არსებობდა ყურძნის ჯიში, რომელსაც საღვინე ეწოდებოდა, აჭარაში კი შემორჩენილია ჯიში, რომელსაც საწური ჰქვია, თუმცა ყურძენს საქართველოში მარტო ღვინის დასაყენებლად არ წურავენ, დაწურული ყურძნის წვენს მაჭრადაც სვამენ, ყურძნის ასეთ ჯიშებს სამაჭრე ჰქვია. გურიაში არის ერთი ყურძნის ჯიში, რომელსაც ბადაგი ერქვა. არის საჭმელად განკუთვნილი ყურძნის ჯიშები ყურძნის ასეთ ჯიშებს სათვალოს უწოდებენ. ყურძნის ბევრი ჯიშის სახელწოდება მისი სადაურობის მაუწყებელია, მაგალითად წობანური, ქიშური, არაგვისპირული დიღმური, ოცხანური, ცოლიკოური და სხვა.

ვაზის ნაყოფის გამოყენება უკვე იმ დროიდან იწყებოდა, როდესაც ყურძენი ჯერ კიდევ სრულიად უწიფარი იყო. ამ ხნისა და თვისების ყურძენს ისრიმი ეწოდება. წელიწადის იმ ხანას, როდესაც ვაზის ნაყოფის დაკრეფა შეიძლებოდა, ძველად სთველი ერქვა, რომელიც რთველად ქცეულა დღემდე. ყურძნის დაკრეფის დრო, რა თქმა უნდა, ჯიშსა და ამინდთან იყო დაკავშირებული, კახეთში რთველი ყველგან ენკენისთვის პირველ ნახევარში იწყებოდა და 5-8 ოქტომბრამდე გასტანდა ხოლმე, მაგრამ ჩვეულებრივ ყურძნის დაკრეფა და დაწურვა საქართველოში ოქტომბერში ყოფილა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი