"კინოს ოსკარამდე ავტო-ოსკარები" - "AUTO BILD საქართველომ" ოქროს საჭის მფლობელები დააჯილდოვა

 "კინოს ოსკარამდე ავტო-ოსკარები" - "AUTO BILD საქართველომ"  ოქროს საჭის მფლობელები დააჯილდოვა

ჟურნალმა "AUTO BILD საქართველომ" წლის საუკეთესო ავტომობილები და საპატიო "ოქროს საჭის" მფლობელი წლის ადამიანი გამოავლინა. ქართული საავტომობილო ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრმა "მუზამ" უმასპინძლა.

საუკეთესო ავტომობილები ჟურნალის ვებ-გვერდზე ჩატარებული მასშტაბური გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში გერმანული AUTO BILD-ის მიერ შერჩეული 2016 წლის უახლესი მოდელები მონაწილეობდნენ - მხოლოდ ის ავტომობილები, რომელთა ახალი სერიული ვერსია 2016 წელს გამოვიდა. გამოკითხვაში 50 000-მდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა - თითოეულ მათგანს მხოლოდ ერთხელ შეეძლო ხმის მიცემა.

ღონისძიებას რჩეული საავტომობილო საზოგადოება დაესწრო. საქართველოში არ არსებობს დარბაზი, რომელიც ყველა ქართველ ავტომოყვარულს დაიტევს და სწორედ ამიტომ, ღონისძიების პირდაპირი რეპორტაჟი AUTO BILD-ის ფეისბუქის გვერდზე გადაიცემოდა.

► საღამოს კულმინაცია გახლდათ წლის საპატიო ადამიანის გამოვლენა - ჟურნალმა "AUTO BILD საქართველომ" საპატიო ოქროს საჭით შსს სპორტული კლუბის, Mia Force-ის მრბოლელი დათა ქაჯაია დააჯილდოვა.

წლის ყველაზე ხმაურიანი და პომპეზური საავტომობილო მოვლენის – "ოქროს საჭის" გენერალური პარტნიორია ნავთობიმპორტიორი კომპანია "ფრეგო", ღონისძიების სპონსორია "კასტროლი", რომელსაც საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს კომპანია "ჯითი გრუპ". მხარდამჭერი "პროკრედიტბანკი" და "ი სფეისი", რომელიც ზრუნავს საქართველოში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია "რადიო პალიტრა", FM 103.9.

წაიკითხეთ სრულად და ნახეთ ოსკაროსნების ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი