ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ

ახალი დეტალები ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ

ქუთაისში, კლინიკა "უნიქალ მედიში" ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 18 წლის ახალგაზრდა კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს, მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა დღეს კვლავ დამძიმდა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

ახლობლები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ.

კლინიკის მთავარი ექიმი შოთა მარუაშვილი კი აცხადებს, რომ "უნიქალ მედიში" პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა.

,,ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის გადასარჩენად. მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს ექსპერტიზა დაადგენს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შოთა მარუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ქუთაისის "უნიქალ მედი"-ში 18 წლის გოგონა გარდაიცვალა - რაში ადანაშაულებს ოჯახი ექიმებს და რას ამბობენ კლინიკაში?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი