დავით ნარმანია - ვერ ეღირსებიან, 1-ელ მარტს საკრებულოში არ მივალ, რადგან ამ შოუს არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება

დავით ნარმანია - ვერ ეღირსებიან, 1-ელ მარტს საკრებულოში არ მივალ, რადგან ამ შოუს არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება

ქალაქში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და პოლიტიკური შოუსთვის არ მცალია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერი საკრებულოში ოთხშაბათს უნდა გამოცხადდეს.

დავით ნარმანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის თბილისის საკრებულოში მისვლას ოთხშაბათს არ გეგმავს.

"გუშინ პოლიტიკური შოუ არ შედგა და ჩვენმა უმრავლესობამ ღირსეულად უპასუხა მათ მიერ წამოწყებულ იმ ცალკეულ ცინიკურ საკითხებს, რაზეც ჩვენ ღირსეული პასუხი გვაქვს. ქმედებები, რაც ჩვენი მხრიდან განხორციელდა თავის დროზე იყო კანონიერი ყველა წესისა და პროცედურის დაცვით. სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის გაგრძელებას ცდილობენ, რომ ჩემი ძალით მისვლა მოხდეს საკრებულოში. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვერ ეღირსებიან. მე ოთხშაბათსაც არ მივალ საკრებულოში რადგან ამ შოუს არ უნდა მოჰყვეს გაგრძელება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, გუშინდელი დღე შედგა და ეს დღე შედგა "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ღირსეული გამარჯვებით.

"ჩვენი პოლიტიკური გუნდი ღირსეულად დახვდა მათ ცალკეულ, ცინიკურ და აგდებულ დამოკიდებულებას. ასე რომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ მე საკრებულოში მივიდე ამ საკითხთან დაკავშირებით. გუშინ კიდევ ერთხელ გამოვაქვეყნეთ საკითხის მთელი აღწერილობა, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვართ ცამდე მართლები. ქალაქში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. პოლიტიკური შოუსთვის მე არ მცალია და ვერ ვიცლი. კარგი ამინდებია, უამრავი საქმეა გასაკეთებელი ქალაქში, გამოვიყვანეთ ყველა სამსახური და ვმუშაობთ. ასე რომ, ამისთვის ნამდვილად არ გვცალია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი