"მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა

"მისი ყოველი დაძინება ლატარიაა, შეიძლება დაიძინოს და ვერ გაიღვიძოს" - გადავარჩინოთ ორი შვილის მამა

დათო გარადინსკი 31 წლისაა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, დათოს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბავშვობაში, ექიმის უნებლიე შეცდომის გამო დასუსტებულმა ღვიძლმა, დღეს მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა.

უშანგი გარადინსკი (დათოს ძმა)

- დათოს აქვს ღვიძლის ციროზი, F4 მეტავირით. ცალსახა მიზეზზე საუბარი რთულია, თუმცა დიდი ალბათობით ამის მიზეზი ბავშვობაში გადასხმული სისხლია. 1986 წელს, დათოს ჰქონდა ყურებზე პრობლემა და დასჭირდა სისხლის გადასხმა, შესაძლებელია რომ დონორი იყო ინფიცირებული ც ჰეპატიტით. მაშინ სისხლის შემოწმება ც ჰეპატიტზე არ ხდებოდა. ანუ გამოდის რომ ბავშვობიდან ჰქონდა ც ჰეპატიტი, ბუნებრივია ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ღვიძლზე და ღვიძლი ძალიან დასუსტდა. დათომ საკუთარი დაავადების შესახებ გვიან, 11-ე კლასში გაიგო, როცა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისას სისხლის ანალიზი გაუკეთეს. ამის მერე ჩვენი სახსრებით ვმკურნალობდით, ბოლოს უკვე სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და ც ჰეპატიტის ვირუსი აღარ აქვს, მაგრამ დასუსტებული ღვიძლის გამოჯანსაღება ვერ მოხერხდა და დღეს დათო ციროზსს ებრძვის, რომლის არათუ შეჩერება ვერ მოხერხდა, არამედ ყოველდღიურიად პროგრესირებს და ახლა არის იმ სტადიაში, რომ ღვიძლის უკმარისობა აქვს დაწყებული.

- მკურნალობა თუა შესაძლებელი?

- ერთადერთი გამოსვალი ღვიძლის გადანერგვაა, სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს. სავარაუდო დონორები გვყავს, მარტის ბოლოს ჩამოდიან კორეელი ექიმები და 3 აპრილსაა ჩანიშნული ოპერაცია. დღემდე 10-მდე ოპერაცია ჩატარდა უკვე და დონორიც კარგადაა და პაციენტიც ანუ ოპერაციები იყო ძალიან წარმატებული. დაახლოებით 2-3 კვირაში ხდება პაციენტის გამოწერა და ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელია, ღვიძლის პრობლემა აღარ აწუხებს. დონორის ჯანმრთელი ღვიძლიდან ხდება მცირე დეტალის გადანერგვა დაავადებულ ღვიძლში, მოგეხსენებათ ღვიძლს აქვს რეგენერაციის უნარი და 6 თვის მერე, პაციენტსაც და დონორსაც აბსოლუტურად სრულყოფილი ღვიძლი აქვთ.

- რა ჯდება ოპერაცია?

- ოპერაცია ჯდება 65 000 დოლარი, ჯანდაცვის სამინისტრო 10 000 ლარით გვეხმარება. მინიმუმ თანხის ნახევარი მაინც მოსაძიებელია, რაც ჩვენი სახსრებით შეუძლებელია. ერთი სახლი გვაქვს სურამში და დათოს სიცოცხლისთვის არც იმას დავიშურებთ, მაგრამ 65000$-ს სახლში არავინ მოგვცემს, თანაც ერთ თვეში მყიდველის ნახვა არარეალურია. მამა უმუშევარია, თვითონ დათოც. დედა სურამის მესამე სკოლაშია პედაგოგი, მაგრამ მასწავლებლის ხელფასი ამდენს რომ ვერ გაწვდება, ცხადია, არადა თუ ოპერაცია ვერ მოესწრო, ექიმმა გვითხრა, რომ არავინ იცის დაძინებული გაიღვიძებს თუ არა, მაგის ყოველი დაძინება ლატარიააო, შეიძლება ერთ დღეში მოხდეს დაავადების სრული პროგრესირება და სიცოცხლით სავსე ადამიანი ხელიდან გამოგვეცალოს. ისევ ხალხის იმედი გვაქვს. 65 000$ ძალიან ბევრია, მით უფრო მაშინ, როცა გარშემო უამრავი გაჭირვებულია და ყველას დახმარება სჭირდება, მაგრამ გპირდებით, დაგვეხმარეთ და დათო ყველას თავის სიკეთით დაგიბრუნებთ ამაგს. ცოტა ხნის წინ ამბობდა, ისე არ მინდა მოვკვდე, ჩემი შვილები სკოლაში არ წავიყვანოო. გიჟი მამაა და უნდა, რომ თავის ორი პატარა ვაჟკაცის წარმატებები მათთან ერთად გაიზიაროს. ამ ყველაფერს რომ ვუყურებ და ვერაფერს ვაკეთებ, ლამის მოვკვდე. ისევ ხალხის იმედი გვაქვს, რომ დაგვიდგებიან გვერდში, კი ძალიან ბევრია 65 000$, მაგრამ ხალხის ერთიანობით დარწმუნებული ვარ შეგროვდება.

პ.ს. სურამში, დათოს ყველა იცნობს და ყველა დამეთანხმება რომ ამ ადამიანისგან მხოლოდ სიკეთე და პატივისცემა ახსოვთ. თვითონ დათოს, ვიდრე შეეძლო ყველას გვერდით ედგა, დღეს თავად უჭირს და ჩვენი ვალია, რომ გვერდში დავუდგეთ. ჩვენ ერთად ეს შეგვიძლია და აუცილებლად შევძლებთ.

დახმარების მსურველებმა, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE89BG0000000713486200 (საქართველოს ბანკი). მიმღები - ირაკლი გარადინსკი; საქართველოს ბანკის ჩარიცხვის აპარატიდან, პირადი ნომრით:57001012418 ან დარეკეთ მაგთიდან და ჯეოსელიდან ნომრებზე:0901901946, ბილაინი: 0901701237 (ზარის ღირებულება 1 ლარი)

ლადო გოგოლაძე

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი