არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს

არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს, -აღნიშნულ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ის ამ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი პოსტს დატოვებს.

მათივე ცნობით, ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია მუშაობს.

როგორც კონფიდენციალური წყარო საქართველოს საპატრიარქოდან "რუსთავი 2"-ს უყვება, სოსო ოხანაშვილის შემცვლელი პატრიარქს თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს და ახალი ხელმძღვანელი მათივე რიგებიდან აირჩიეს, რის შემდეგაც ისინი უწმინდესმა დალოცა.

წყაროს ცნობით, სოსო ოხანაშვილი თანამდებობაზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გადაბარების პროცესი დაიწყება და ოხანაშვილი პოსტის დატოვებას მხოლოდ გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი