პატრიარქის პირველი ქადაგება გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ

პატრიარქის პირველი ქადაგება გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ

"სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელთათვის ვზრუნავთ" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც შენდობის ლოცვა ჩაატარა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, საკვირველია, როგორ იტევს ადამიანი თავის თავში ამდენ სიკეთეს, ამდენ ბოროტებას, ამდენ სიხარულს და მწუხარებას.

"...მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება. მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ვხვდებით მწუხარებას, ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელთათვის ვზრუნავთ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს ჩვენ მოთმინებას. ადამიანი კეთილია თავისი ბუნებით. ადამიანი ხატია ღვთის, მაგრამ ადამიანში არის დიდი ბრძოლა და მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს.

ღმერთი არ სჯის ადამიანს. ხშირ შემთხვევაში თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს, მარჯვნივ დადგება თუ მარცხნივ. თუ ბოროტია, ის მარცხენა მხარეს ირჩევს, თუ კეთილია - მარჯვენას. ღმერთმა ბოროტი ადამიანი რომ დააყენოს მარჯვენა მხარეს, ის ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას. ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი", - აღნიშნა პატრიარქმა.

ლოცვისას ილია მეორემ მრევლს შენდომა სთხოვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი