"თუ გაიხსენებთ 2009 წლის პრესას, წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი" - რას ყვება მეუფე პეტრე ილია მეორის მოწამვლის მცდელობაზე

"თუ გაიხსენებთ 2009 წლის პრესას, წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი" - რას ყვება მეუფე პეტრე ილია მეორის მოწამვლის მცდელობაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ (ცაავა) "იმედის დროში" კათოლიკოს-პატრიარქის მოწამვლის მცდელობის კიდევ ერთი ფაქტი გაიხსენა, რომელიც მისი მტკიცებით, პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს უკავშირდება. მეუფე პეტრემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა თეთრუაშვილი "ჩრდილოვან მმართველობაში" და საპატრიარქოში წლების მანძილზე "ინტრიგების მოწყობაში":

"ფაქტიურად, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ ინტრიგისა (ე.წ ციანიდის საქმე) ამ საშინელი და სამარცხვინო სკანდალური მოვლენის ავტორი ქალბატონი დღემდე მართავს სიტუაციას და სანამ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯებს, დაუსრულებელი იქნება ეს ინტრიგები. რამეთუ ამ ქალს, ზედმეტსახელად ჩემგან არაერთგზის გაჟღერებული რუხი კარდინალისა, ჩრდილოვანი მმართველისა და ა.შ, ინტრიგების დედოფალსაც უწოდებენ.

...მე მახსენდება, რომ ეს ადამიანი როცა საკუთარ ინტრიგებში იყო გახვეული, არაერთხელ გაუწირავს პატრიარქი, წმინდა სინოდი, ასევე გაწირავს ხელისუფლებასა და მის ავტორიტეტს საკუთარი თავის გადასარჩენად.

არის ეჭვები, რომ კვალი როგორც სცენარის ავტორისა, მისკენ მიდის და არ გამოვრიცხავ რომ ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას და ისევე დააშანტაჟოს როგორც აშანტაჟებდა საპატრიარქოს მაღალ იერარქიას.

...მე გავიხსენებ ერთ შემთხვევას. როცა 2009 წელს, ნინოობის დღესასწაულის წინა დღეს, პატრიარქი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას. გვმასპინძლობდა, გვემსახურებოდა ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი), პატრიარქის მდივან-რეფერანტი, პრეზიდენტი იღებს ყველა შეთავაზებულს - ღვინოს, სასმისს, ყავას, საჭმელს, ასე ვთქვათ პატრიარქის ულუფასაც თვითონ ჭამს, მეორე დღეს პატრიარქი ხდება ძალიან ცუდად - ერთი საათი იყო უკონტროლო მდგომარეობაში ნინოობის დღესასწაულზე, როცა მე წირვის შემდეგ დავბრუნდი საპატრიარქოში და შემდეგ გადაიყვანეს თოდუას კლინიკაში. მაშინ, ე.წ უფლებადამცველი კაკაბაძე, ე.წ საპატრიარქოს უფლებების დამცველი არამზადა გიორგი ანდრიაძე, თუ გაიხსენებთ 2009 წლის იანვრის პრესას, პირდაპირ წერდნენ, რომ პრეზიდენტმა მოწამლა პატრიარქი. მაგრამ მაშინ არ ეყო გამბედაობა ქვეყნის ხელისუფლებას გამოეძიებინა ეს ფაქტი. მე იმედი მაქვს ამ ჯერზე მაინც იქნება ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე...

არაერთგზის ყოფილა პატრიარქის მოწამვლის შესახებ საუბარი არასოდეს გამოძიებულა და ყოველთვის ეს ქალბატონი გამოძვრა და გადაირჩინა თავი. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, რაშიც ღმერთის ხელი ურევია და ეს არის ხელისუფლების ღირსება, ამ საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა" - აღნიშნა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი