მეუფე დიმიტრი ეკლესიაში დაპირისპირების შესახებ...

მეუფე დიმიტრი ეკლესიაში დაპირისპირების შესახებ...

თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მეუფე დიმიტრის თქმით, ის ვერ იტყვის, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე, როდესაც განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება საპატრიარქოში მეუფე დიმიტრის პოზიციის დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული, თუმცა მიიჩნევს, რომ პროცესი მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ფაქტია, ეს მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ კი არა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროცესია - ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში მძაფრ შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა. თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს კითხულობს, პირადად მას მივმართავ - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

მიტროპოლიტი აცხადებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დაარღვევს და ვიდრე ბრალი არ დაუმტკიცდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა თუ ეს დამტკიცდა, მეუფის თქმით, მამალაძე მთელ ამ პროცესს მარტო ვერ დაგეგმავდა.

"კიდევ ვინ არის მთელ ამ არანორმალურ ვითარებაში გარეული, სასულიერო თუ საერო პირი, ლოდინის რეჟიმში ვარ - გამოძიების პასუხს ველოდები", - დასძინა მეუფე დიმიტრიმ.

რაც შეეხება იმას, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მასთან დაახლოებული პირია, მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მამალაძე ბათუმში მოძღვრად მართალია მან აკურთხა, თუმცა თბილისში დეკანოზი მისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა.

"არავინ მკითხა აზრი, არც საქმის კურსში ჩამაყენეს ერთი წლის წინ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დანიშვნას ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე აპირებდნენ. ეს მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვე, რაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 27 თებერვლის ნომერში, ან გახდით საიტის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი