ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:57 / 01-03-2017
ვინ არის თბილისელი მძღოლი, რომელმაც "სითი-პარკს" 11 400 ლარის ჯარიმაზე სასამართლოში მოუგო
კომპანია, რომელიც თითქმის ათი წელია თბილისში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, დედაქალაქის მაცხოვრებლების მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს. "სითი-პარკის" წყალობით, ალბათ თითოჯერ მაინც, ყველა თბილისელი მძღოლი დაჯარიმებულა, მაგრამ ის რაც გიგი ტუღუშს შეემთხვა, თითქმის უპრეცედენტოა - მას 60 ჯარიმა ერთდროულად ჩააბარეს, რომლის საერთო თანხა არც მეტი არც ნაკლები, 11 000 ლარს აღემატებოდა. თითქმის 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ტუღუშმა კომპანიას სასამართლო პროცესი მოუგო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ გამოიტანა ტუღუშის სასარგებლო გადაწყვეტილება. მოსარჩელის თქმით, მათ წინააღმდეგ კომპანია სასამართლოში სამი ადვოკატით იბრძოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, დაჯარიმებულ მძღოლს ჯარიმა სრულად გაუნულდა და 11 400 ლარიდან 1 თეთრის გადახდაც არ მოუწევს:

გიგი ტუღუში, საქართველოში BMW-ს კლუბის დამფუძნებელი:
- სითი-პარკმა 60-ჯერ დამაჯარიმა, თუმცა ეს ჯარიმები არ ჩამაბარეს და ყველა, სამოცივე ჯარიმა ერთად მომიტანეს. კანონდარღვევით ცდილობდნენ ამ ჯარიმების ჩაბარებას. ის, ვინც მომიტანა საჯარიმო ქვითრები, დამადასტურებელ მოწმობას არ მაჩვენებდა, რომ მართლაც სითი-პარკის წარმომადგენელი იყო. სახლიდან, სადაც ჩაწერილი არც ვარ, ჩამოვდივარ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, მხვდება ადამიანი, ყველანაირი ფორმისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე და მეუბნება: "აჰა, ამანათი აიღე". კითხვებზე არ მიპასუხა, რომელი კომპანიიდან იყო არ მითხრა, პირადობა არ მაჩვენა. უბრალოდ, გამიმართლა და ტელეფონით გადავუღე ეს დარღვევები. მერე ამ ადამიანმა ჩანიშნა, რომ თითქოს მე არ ჩავიბარე და უარი განვაცხადე ჩაბარებაზე.

- ანუ თქვენ 60-ჯერ იყავით დაჯარიმებული და სითი-პარკი ყველა ჯარიმის თანხას გედავებოდათ?
- დიახ, გარდა ამისა, თითო ჯარიმას დაერიცხა საურავი 150 ლარი, მერე ეს ყველაფერი გადაეგზავნა აღსრულების ბიუროს, რომელმაც თავის მხრივ თითო ჯარიმას 23 ლარი დაარიცხა საჯარიმოდ და პლიუს ამას, დამიყადაღეს აბსოლუტურად ყველაფერი.

- გქონდათ იმედი, რომ სასამართლო გაგამართლებდათ?
- სასამართლოში სერიოზული ბრძოლა დაგვჭირდა, "სითი-პარკი" სამი ადოკატით იყო წარმოდგენილი. მოწმეებმა ბუნებრივია, ტყუილი ჩვენებები
მისცეს, თუმცა საბოლოო ჯამში მოსამართლემ გამოიტანა ობიექტური გადაწყვეტილება, გამიუქმა საურავები და ყველა ჯარიმა.

- "სითი-პარკის" წარმომადგენლების რეაქცია როგორი იყო სასამართლოს შემდეგ?
- თავიდან ელოდნენ, რომ მე დავმარცხდებოდი, მაგრამ ბოლო პროცესზე, როცა განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო, მხოლოდ ერთი ადვოკატი მოვიდა, რადგან იცოდნენ, რომ წააგეს და ის ერთიც სიმბოლურად მოვიდა.

- ბევრია, ვისაც ზუსტად იგივე ჯარიმები აქვს, რაც თქვენ, როგორ ფიქრობთ, შექმნის თქვენი შემთხვევა პრეცედენტს და სხვებიც მიმართავენ სასამართლოს?
- რა თქმა უნდა, ეს შექმნის პრეცენდენტს. როგორც იურისპრუდენციაში ჩახედულმა ხალხმა მითხრა, ხშირია შემთხვევა, როცა მოსამართლეები ერთმანეთის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ რადგან ეს იყო პირველი და უპრეცენდენტო შემთხვევა, ბუნებრივია, ამის შედეგს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

- ხშირად, სასამართლოს არ მიმართავენ, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია თანხებთან და ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმა, ვიდრე მიმართონ სასამართლოს, თუ საიდუმლო არაა, დაახლოებით რა დაგიჯდათ ეს პროცესი?
- თვითონ სასამართლოს თახა არ ეკუთვნის, ერთადერთი ადვოკატის ანაზღაურების გადახდა გიწევს და ისიც შეგიძლია, ნაცნობი იურისტი ნახო ან შედარებით დაბალფასიანი ადვოკატი დაიქირაო. გარდა ამისა, შეგიძლია საჩივარში ჩაწერო - გთხოვთ, ამინაზღაუროთ ადვოკატის ხარჯები.

"სითი-პარკი" პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას" - ჩვენთან საუბარში მხოლოდ ამ ფრაზით გამოეხმაურა კომპანია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმეზე.

ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE
10:35 / 06-04-2017
დათო
0
მე სითი პარკის ჯარიმას საერყოდ არ ვიხდი......
1. სითი პარკი აჯარიმებს თუ არ ჰაქვს ნაყიდი მათი აბონემენტი, არასწორ პარკირებაზე საჯარიმოზე გადაყავთ მანქანა.
2. ჯერ მაგენმა მოაწესრიგონ პარკირების ადგილები და მერე ვიყიდი აბონემენტს....
09:21 / 28-03-2017
Gela
0
გამართლება კი არა, საერთოდ ციხეშია ჩასასმელი მძღოლი, რომელსაც 60 (!) დარღვევა აქვს!
მისნაირი "ბეენვე"-შიკები კი "გამარჯვებას" ულოცავენ)))
პოტენციური მკვლელები!
მსგავსი სიახლეები
ჰ.ქ-მ ახალციხეში, 16 წელს მიუღწეველ ხუთ ბიჭს, რომლებსაც მობილური ტელეფონის ნომრები მოტყუებით გამოართვა
ადვოკატის თქმით, განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს, მათ შორის სტრასბურგში
მოსამართლემ დეკანოზს ბრალი განუმარტა და დაადგინა მისი ვინაობა
საქალაქო სასამართლოს შენობასთან ამ დრომდე იმყოფებიან როგორც გარდაცვლილების, ასევე, ბრალდებულის ახლობლები
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში
პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს
საიას იურისტი მირზა მამულაძე სამსახურიდან საჯარო მოხელეების გაშვებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს
კიდევ ერთი პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:41 / 27-07-2017  Image პროკურატურამ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
10:44 / 27-07-2017  Image მაკოლეი კალკინის უცნაური ამბავი: "მარტო სახლშის" ვარსკვლავი 36 წლის ასაკში გაახალგაზრდავდა
მაკოლეი კალკინი დიდი ხანია კინოკრიტიკოსების და რეჟისორების რადარებიდან გაქრა
15:16 / 27-07-2017  Image "ფეისბუქი" ქართულენოვან თანამშრომელს ეძებს
ეს პოზიცია სრულ განაკვეთზეა და დუბლინის ოფისში მდებარეობს
10:05 / 27-07-2017  Image ბადაგონის დიდი ოქრო!
ვულოცავთ ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას!
20:26 / 27-07-2017  Image "მინდა, ნენსი რეიგანის მსგავსი ცოლი ვიყო" - რომელი მწერლის ნაჩუქარ ჯვარს ინახავს მარიშკა ჯავახაძე
"არ არსებობს დღე, რომ 1 გვერდი მაინც არ წავიკითხო"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49