მსახიობი "ღიმილის ბიჭებიდან", რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს

მსახიობი "ღიმილის ბიჭებიდან", რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს

გრიგოლ (გრიშა) კოსტავა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის თეატრში მუშაობდა, მერე იყო ჭიათურის თეატრში, ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა. შეთავსებით, თბილისის თოჯინების თეატრში მუშაობდა, სადაც ჩრდილების თეატრი დააარსა. ასევე, ნაძალადევის სამოყვარულო თეატრში დგამდა სპექტაკლებს. საქართველოს სახალხო არტისტის, გრიგოლ კოსტავას რთული და მრავალფეროვანი ცხოვრების გზა 1979 წელს, 72 წლის ასაკში დასრულდა.

სამამულო ომის დროს არალეგალური ორგანიზაცია "ხსნის კომიტეტი" შეიქმნა, რომლის წევრებსაც სჯეროდათ, რომ საქართველო ამ ომის შედეგად დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. ორგანიზაციის წევრ გრიგოლ კოსტავას ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დახვრეტა მიუსაჯეს და ციმბირში გადაასახლეს. მოსკოვში პოლიტპატიმართა ბედს ვინმე ულრიხი წყვეტდა. მასთან ვიზიტს ექვსი თვე ელოდა იმჟამად მსახიობის მეუღლე მედეა ჯაფარიძე. კოსტავას დახვრეტა 10-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. გადასახლებიდან 1955 წელს დაბრუნდა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა.

- მამის შესრულებით, განსაკუთრებულად რომელი როლი გახსოვთ? - ამ შეკითხვით მსახიობის ვაჟს, ფიზიკოს დათო კოსტავას მივმართე.

- თეატრში პრემიერებზე ხშირად დავდიოდი. მამა სცენაზე "მთვარის მოტაცებაში" მახსოვს, იმის მერე თითქმის არც უთამაშია, ხშირად ავადმყოფობდა. ცხადად დამრჩა მეხსიერებაში ფილმი "ნინო" და სირცხვილის გრძნობა მქონდა ერთი ეპიზოდის გამო, როცა მამას სილა გააწნეს. სკოლაში დამცინოდნენ, - მამაშენი სახლში რომ მოვიდა, ხუთი თითი ეტყობოდაო? არც ისე ბევრი ფილმია მისი მონაწილეობით, ათამდე იქნება. ბოლო სურათი "ესკულაპეს მოწაფე" იყო.

ადრეც და ახლაც, ძალიან მომწონს მისი როლი ფილმში "ღიმილის ბიჭები". იმ დროისათვის მღვდლის წარმოუდგენლად ადამიანური და არაგროტესკული სახეა. მიკვირს, ეგ ეპიზოდი როგორ გაუშვეს? რეზო ჩხეიძე ფილმებში იმიტომ იწვევდა, რომ რეზოს მამა, მწერალი დავით ჩხეიძე (იგივე დია ჩიანელი, რომელიც დახვრიტეს) და მამა მეგობრები იყვნენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მამას შემოსავალი არ ჰქონდა. რეჟისორი ლეო ესაკია მას ყველა თავის ფილმში იღებდა მხოლოდ იმის გამო, რომ ანაზღაურება ჰქონოდა. მაგალითად, ფილმში "ბაში აჩუკი" მამამ პატარა როლი ითამაშა, მაგრამ როგორც მთავარი როლი, ისე გააფორმა, რათა დიდი ჰონორარი აეღო. ასეთი სიყვარული ჰქონდა გრიშა კოსტავას მიმართ. არ შემიძლია გიგა ლორთქიფანიძე არ ვახსენო, რომელმაც პირადი გამბედაობის ხარჯზე მიიღო ქუთაისის თეატრში - იმ დროს, როცა ხუთი წლით აკრძალული ჰქონდა დიდ ქალაქებში ცხოვრება და პროპაგანდისტული მიმართულების დაწესებულებებში, მათ შორის, თეატრში მუშაობის უფლება.

განაგრძეთ კითხვა

რა შეზღუდვები იხსნება 1 მარტიდან და როგორია შეზღუდვების შემსუბუქების სამომავლო გეგმა

"ძალიან მიხარია, რომ შოთა, ჩემი შვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად იაპონელია - ქართველ ხალხს უამრავი ღირსება აქვს" - იაპონელი მთარგმნელი, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს

"გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, გაუწვრთნელნი არიან შვილები, ადამიანებს ბედნიერება აკლიათ" - მიტროპოლიტი შიო