"ხტუნვისას 300 ლარი დავკარგე" - ვინ აჩუქა ხატია სიჭინავას ძვირადღირებული ახალი მანქანა

"ხტუნვისას 300 ლარი დავკარგე" - ვინ აჩუქა ხატია სიჭინავას ძვირადღირებული ახალი მანქანა

ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის ოჯახზე, ურთიერთობებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. თუმცა, წყვილი ამას ყურადღებას არ აქცევს. ფაქტია, ისინი ერთად თავს კარგად გრძნობენ. ახლახან რამაზმა ცოლს საკმაოდ ძვირად ღირებული სიურპრიზი გაუკეთა და საჩუქრით გააოგნა. როდის გააჩენს წყვილი მეოთხე შვილს - ბიჭს და რატომ აღარ აქცევენ საზოგადოების აზრს ყურადღებას, ამაზე თავად ხატია გვესაუბრება.

ხატია სიჭინავა: რამაზმა ყოველი შვილის გაჩენისას მანქანა მიყიდა, მაგრამ ახლა, ბიჭი არ გამიჩენია და შესაბამისად, არც ახალ მანქანას ველოდი (იცინის). დაახლოებით, ერთი თვის წინ, მანქანით მივდიოდით, დამანახვა "რენჯის ევოუქი" და მკითხა: აი, ასეთი მანქანა მოგწონსო? ვუთხარი, არა, ასეთი ბევრი დადის ქალაქში და არ მომწონს-მეთქი. აბა, რა გინდაო და მაშინ ვთქვი, თუ ოდესმე გამოვცვლი მანქანას "პორშე" მინდა-მეთქი. თუმცა, მანქანის გამოცვლა გეგმაში არ მქონია. "კია სპორტიჯს" ისე ვიყავი მორგებული, ნამდვილად არ მიფიქრია მისი შეცვლა. მოკლედ, ბავშვები დავაძინე, საძინებელში ავედი, რომ მეც დავწოლილიყავი და რამაზმა დამირეკა, ჩაიცვი და გამოდი, სადმე წავიდეთ, ვჭამოთო. ხშირად იცის მსგავსი რაღაცეები და სხვა სიურპრიზის ეჭვიც არ გამჩენია, ისე ჩავიცვი და გავყევი. რესტორნიდან რომ გამოვედით, რამაზის მანქანისკენ წავედი. მან ხელი გადამხვია და მკითხა, სად მიდიხარო, ვიფიქრე, ახლა ამას ამ სიცივეში ფეხით გასეირნება უნდა და ვუთხარი, მანქანით გავისეირნოთ-მეთქი. ჰოდა, რაღა ჩემი მანქანით, შენი ახალი მანქანით გავიდეთო. ეს მანქანა მოშორებით ეყენა. მიმიყვანა, დააწკაპუნა პულტი და... ნამდვილი შოკი მივიღე. იმდენი ვიხტუნავე სიხარულით, რაც ჯიბეში მქონდა, ყველაფერი დავკარგე (იცინის).

- ჯიბეში მედო 300 ლარი და დავკარგე. არ არის პრობლემა. მე რომ მიხაროდა, იმის მპოვნელმაც ისე გაიხაროს. ნამდვილად არ ვარ ისეთი მდიდარი, ყოველდღე სამასი ლარი მედოს ჯიბეში, მაგრამ, როცა ფული მითავდება, ასეთი რიტუალი მაქვს - დილით, პირველივე შემხვედრ მათხოვარს, ვაძლევ ხუთ ლარს და არ არსებობს, ფული არ შემომივიდეს. ეს დაცდილი მაქვს (იცინის). ცალმხრივად სამყარო არ მუშაობს, რასაც გასცემ - ფულია ეს თუ სიყვარული, იგივე დაგიბრუნდება უკნა. ღმერთი რასაც გაძლევს, ყველაფერი რომ მარტომ შეირგო, ეს არასწორია. შენც უნდა გასცე და ის აუცილებლად გასამმაგებული დაგიბრუნდება. სულაც არ ვფიქრობ, იმის ღირსი ვარ, რაც გამაჩნია, ამიტომ შეიძლება, ასლარიანებს ვერ ვარიგებ, მაგრამ, რაც შემიძლია, იმდენს გავცემ. ნამდვილად არ მქონია მთელი ცხოვრება ასეთი აწყობილი, როგორიც ახლა მაქვს, მაგრამ არც მაშინ ვყოფილვარ გაბოროტებული - არ მდომებია სხვისთვის ცუდი და არც ახლა. თუმცა, ძალიან ბევრია ისეთი, რომ შურს და თავადაც იბოღმება. ერთხელ, რაღაც დაწერეს ჩემს ოჯახზე და ძალიან გავმწარდი, მომეშალა ნერვები, რამაზმა დამამშვიდა და მითხრა: გაითავისე და მიეჩვიე, რომ სამაგალითო ოჯახი არავის უყვარსო. მაშინ მივხვდი, რომ უნდა დამებლოკა ყველა საიტი, სადაც ჩემზე რამე იწერებოდა და ერთი ოქროს წესი შემოვიღე - ჩემს ყველა მეგობარს აეკრძალა ჩემამდე იმ ჭორების მოტანა, რაც ვრცელდება. ასე რომ, დიდი ხანია, არ ვიცი, რას ამბობენ. არ მაინტერესებს, რას ჭორაობენ და გააქვთ-გამოაქვთ ჩემზე და მორჩა!

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"

"ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით - ვართ სოციალური აფეთქების წინაშე" - რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე

"ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით" - გამყრელიძის თქმით, COVID ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე მზადაა

"კლინიკაში რომ გაიგეს ჩივილს ვაპირებდი, გაჩუმების სანაცვლოდ ფული შემომთავაზეს" - პაციენტების გარდაცვალების საქმეები და ექიმისთვის ორი თვით შეჩერებული საქმიანობა