საზმაუწყებლის ახალი შენობა, ახალი სამოქმედო გეგმა და არხის გენერალური დირექტორის მთავარი დაპირება

საზმაუწყებლის ახალი შენობა, ახალი სამოქმედო გეგმა და არხის გენერალური დირექტორის მთავარი დაპირება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მენეჯმენტის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. აღნიშნული სამოქმედო გეგმა მოიცავს სტრუქტურულ ცვლილებებს, ასევე სატელევიზიო ბადესთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ამ გეგმის მიხედვით, დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე სამსახურის შერწყმა, თუმცა არხის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა გათავისუფლება აქტიური სახის არ იქნება. ასევე ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამ ეტაპზე - 17 ივლისამდე შენარჩუნდება არსებული საეთერო ბადე, განახლებული საეთერო ბადისთვის კი ჩატარდება კონკურსი. კონკურსი არ შეეხება საინფორმაციო გამოშვებას.

ამასთან, მენეჯმენტმა 25 მარტამდე უნდა წარმოადგინოს გეგმა გადაცემების რაოდენობასთან დაკავშირებით და ასევე იმის შესახებ, თუ როგორ დაკომპლექტდება ისინი ჟანრობრივად. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებრივი რადიოსა და მეორე არხის განვითარების კონცეფციასაც, ასევე მეორე არხის მეშვეობით შენარჩუნდება საპარალამენტო სხდომების ტრანსლირებაც.

როგორც მენეჯმენტში აცხადებენ, გადაცემების რაოდენობა იქნება ოპტიმალური, ტექნიკური და ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე.

სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილე სამეურვეო საბჭოს ყველა წევრმა, ქეთევან მსხილაძის გარდა. სულხან სალაძეს კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

დღევანდელი გადაწყვეტილებების შემდეგ, უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ყველა დანარჩენი ტელევიზიის და იქნება ფლაგმანი ქართულ ტელესივრცეში, - განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

"დღეს ახალი ენერგია მიიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. მე ხელი მოვაწერე ბრძანებას ამ რეფორმასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ ახალი ენერგიით გავაგრძელოლთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირება. გპირდებით, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება ძალიან სერიოზული კონკურენტი ყველა დანარჩენი ტელევიზიის და იქნება ფლაგმანი ქართულ ტელესივრცეში", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება. ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

ახალი შენობაც კოსტავას 68N-ში, იმავე ტერიტორიაზე აშენდება, რა მისამართზეც ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე კორპუსია განთავსებული.

შენობასთან დაკავშირებით საუბარია არხის ახალი მენეჯმენტის სამოქმედო გეგმაშიც. მასში აღნიშნულია, რომ ახალი შენობის პროექტირების პროცესი დაიწყება უახლოეს მომავალში.

აღნიშნულთან დაკავშირებული ტენდერი სავარაუდოდ ამ კვირაში გამოცხადდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი