ორგანიზმში წავიდა ანთებითი პროცესი, სამი კვირის წინ გაიკეთა ბოლო ოპერაცია - შორენა ბეგაშვილი შვილის ჯანმრთელობაზე

ორგანიზმში წავიდა ანთებითი პროცესი, სამი კვირის წინ გაიკეთა ბოლო ოპერაცია - შორენა ბეგაშვილი შვილის ჯანმრთელობაზე

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში  შორენა ბეგაშვილმა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ბეგაშვილის თქმით, მისი შვილის მკურნალობის პროცესი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

"ბოლო ოთხი თვეა ფაქტიურად, ვცხოვრობთ თურქეთში. გამთენიისას ჩამოვდიოდი, ვწერდი იღბლიან ბორბალს და საღამოს უკან ვბრუნდებოდი. ბოლო ფოტოსესია რაც გამოვიდა, ყველა არის ულამაზესი, რადგან მაქვს უძილობისგან მიბნედილი თვალები.

ბოლო სამი თვის განმავლობაში თვეში ერთხელ იკეთებს ოპერაციას. ორგანიზმში წავიდა ანთებითი პროცესი. ბოლო ოპერაცია სამი კვირის წინ გაიკეთა... ამბობენ, რომ ერთ თვეში შეძლებს იატაკზე ფეხის დადგმას. ბოლო ოპერაციები გადავფარე, როგორც იქნა. მანქანა გავყიდე ძალიან დაბალ ფასად. კიდევ რომ დასჭირდეს ოპერაცია, არ ვიცი... მაგრამ ძალიან გვიწყობენ ხელს თურქები", - აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა.

ტელეწამყვან შორენა ბეგაშილის შვილი ევა ბარბაქაძე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. გოგონას რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში ჩაუტარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი