საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. წმინდა სინოდის სხდომის საკითხები წინასწარ უცნობია. სავარაუდოდ, სხდომაზე ბრალდებული დაკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

წმინდა სინოდის სხდომა გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში და ეკლესიისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავს. შარშან სინოდი 4-ჯერ შეიკრიბა. ბოლო სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამართალდამცველებმა 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს რამდენიმე მღვდელმთავარს შორის მკვეთრი განცხადებები მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი