საკრებულოსთან "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა

საკრებულოსთან "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილე მოვაჭრეებმა საკრებულოს წინ კარვების გაშლა სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. მათ შორის დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა.

შეხლა-შემოხლა ამ წუთებშიც გრძელდება. პოლიციელები კარვების ტერიტორიიდან გატანას ცდილობენ, თუმცა მათ, თავის მხრივ, ამის საშუალებას დაზარალებული მოვაჭრეები არ აძლევენ.

მოვაჭრეების ხელისუფლებისგან კომპენსირებას მოითხოვენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი