მეუფე პეტრე - მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი

მეუფე პეტრე - მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი

ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს სინოდის დღევანდელი სხდომისგან "კარგი მოლოდინები აქვს". როგორც მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შესვლამდე განუცხადა, სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, რადგან მისი განმარტებით, ამასთან დაკავშირებით "წინასწარი უწყება" არ ყოფილა.

"ერთადერთი, შემიძლია ვივარაუდო, რომ საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული. ჩვენ გავაგრძელებთ ჩემს მიერ დაწყებული საუბრის თემას", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება სხდომაზე დადგეს მისი დასჯის საკითხი, მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ "საეკლესიო სამართალის ამუშავების მომხრეა."

"მე მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი