სახლები, მიწის ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - რა ქონებას ფლობს ვასილ მაღლაფერიძე

სახლები, მიწის ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - რა ქონებას ფლობს ვასილ მაღლაფერიძე

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ში მთავარ პროდიუსერად მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 93 167.38 ლარი შეადგინა.

2017 წლის 4 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვასილ მაღლაფერიძე ფლობს გუდაურში 45 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას, რომელიც 2007 წელს 40 000 დოლარად შეიძინა. მასვე ეკუთვნის საგარეჯოში, სოფელ გომბორში 2008 წელს 8 ათას ლარად შეძენილი 190 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი და ამავე ტერიტორიაზე მდებარე, ჯამში 4 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ფლობს მსუბუქ ავტომობილს - TOYOTA RAV4-ს, რომელიც 2015 წელს 13 000 დოლარად აქვს ნაყიდი.

განაგრძეთ კითხვა

შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება - ეკატერინე ტიკარაძე

ჩართულია საიტი, სადაც აცრაზე ადგილის დაჯავშნა შეგიძლიათ

კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?