"8 წლის ბავშვი გათიშული მთვრალი მოიყვანეს, თურმე ბაბუამისი ვაჟკაცად ზრდის" - რა შეიძლება გამოიწვიოს მშობლების უყურადღებობამ

"8 წლის ბავშვი გათიშული მთვრალი მოიყვანეს, თურმე ბაბუამისი ვაჟკაცად ზრდის" - რა შეიძლება გამოიწვიოს მშობლების უყურადღებობამ

საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ყოველდღიურად უამრავი ბავშვი ხვდება. ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილების გამგე, რესპირაციული ასოციაციის დამფუძნებელი ბესიკ მაჭარაშვილი მრავალ პრობლემაზე გვესაუბრა. მათ შორის მშობლების დაუდევრობასა თუ შეცდომებზე და რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევაც მოგვცა...

- ყველაზე ხშირად რა მიზეზით ხვდებიან ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში, რა არის ყველაზე გავრცელებული საფრთხე?

- ძირითადად, ბავშვები ინფექციური პათოლოგიების გამო ხვდებიან ჩვენთან. არსებობს სხვა შემთხვევებიც, მაგრამ ინფექციური პათოლოგიები ყველაზე ხშირია. გართულების შემთხვევაში რომელიმე სისტემის უკმარისობა იწყება. მაგალითად, სუნთქვის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ზოგადი შოკური მდგომარეობა და ასე შემდეგ...

- ყველაზე ხშირად, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით?

- 25 წელია რეანიმაციის გამგე ვარ. ზოგჯერ იმ ბავშვების მკურნალობა მიწევს, რომელთა მშობლები, ჯერ კიდევ ჩვილები, ჩემი პაციენტები იყვნენ... შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროის განმავლობაში არაფერი შეცვლილა... ზოგჯერ არსებობს დამოკიდებულება - ბავშვი მაინც გაიზრდება... ამიტომაც რეანიმაციაში პატარების მოხვედრის ხშირი მიზეზია დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, უყურადღებობა და ზოგადი განათლების დეფიციტი. პრობლემის შეფასების დეფიციტი, რაც უყურადღებობიდან და განათლების დეფიციტიდან გამომდინარეა... ზოგჯერ პირიქით ხდება და ბავშვებს ზედმეტად ელოლიავებიან. აქაც იგივე პრობლემაა, განათლების დეფიციტთან გვაქვს საქმე. მშობელს არ ევალება ექიმი იყოს, სამედიცო განათლება ჰქონდეს, მაგრამ ზოგადი განათლება უდავოდ მოიკოჭლებს საქართველოში. არ არის პრიორიტეტული ბავშვის სწორი მოვლა. ზოგჯერ ასეთებიც გვესმის, ბებიაჩემმა ასეთი მეთოდით ცხრა შვილი გაზარდაო... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი