რა სიურპრიზი მოუწყო პრემიერმა ტურისტს, რომელიც საქართველოში მე-6 000 000 სტუმარი აღმოჩნდა

რა სიურპრიზი მოუწყო პრემიერმა ტურისტს, რომელიც საქართველოში მე-6 000 000 სტუმარი აღმოჩნდა

"ეს არის ყველაზე საოცარი თავგადასავალი, რაც კი ოდესმე გადამხდენია" - ასე გამოეხმაურა საქართველოს ტურისტებისთვის შექმნილ უნიკალურ ვებ-გვერდზე Jesper Black, რომელიც საქრთველოს მე- 6 000 000 ტურისტი აღმოჩნდა.

საქართველოში ჩამოსული მე-6 მემილიონე ადამიანი ჰოლანდიელი სტუმარი აღმოჩნდა, რომელმაც თბილისის აეროპორტში მოულოდნელად გაიგო, რომ ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზი ელოდა.

ვიდეორგოლში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დამზადდა, ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში საპატიო სტუმარს. ჯასპერს მასპინძლობას ქვეყნის პირველი პირი - საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უწევს, რომელიც სტუმარს თავად აცნობს ქართულ კულინარიას, ფოლკლორსა და ხალხურ მუსიკას.

ვიდეორგოლის ჩვენება საერთაშორისო გამოფენებისა და მიზნობრივ ბაზრებზე დაგეგმილი პრეზენტაციების (roadshows) ფარგლებში მოხდება.

ნახეთ ვიდეო

ნახეთ ინგლისურენოვანი ვერსია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი