კახი კალაძის საგანგებო ბრიფინგი და მიმართვა ბათუმელებს

კახი კალაძის საგანგებო ბრიფინგი და მიმართვა ბათუმელებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბათუმის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც კალაძემ განაცხადა, პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცავების დაშავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი.

"მთავარია ყველა დამშვიდდეს და მოთმინებით დაელოდოს კანონის აღსრულებას. არც ბათუმს, არც საქართველოს და არც პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი და კანონის სადარაჯოზე დგანან, არ უნდა ვაკადროთ ასეთი არეულობა. არ უნდა აკადროთ საკუთარ თავსა და ღირსებას. არ აყვეთ პროვოკაციებს. მთავარია პროცესი მივმართოთ იქითკენ, რომ ყველაფერი დალაგდეს. პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცველების დაშავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი. ცხადია, თუ პოლიციელების მხრიდან არის კანონის გადამეტება, არც ეს დარჩება დაუსჯელი. ამიტომ ვცეთ საკუთარ ქვეყანას და ქალაქს პატივი, ვცეთ ერთმანეთს პატივი. გთხოვთ, მოგიწოდებთ, ანგარიში გაუწიეთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალეთ. ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება დანაშაულია. კარგად გააცნობიერეთ ეს ყველაფერი. დამშვიდდით და დაელოდეთ ხვალინდელ დღეს. მე ვდგავარ თქვენი, ბათუმელებისა და სამართალდამცველების გვერდზე. მეც ველოდები სიტუაციის განმუხტვას და კანონის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორებისა და უკანონობის წინააღმდეგ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აქცია ბათუმში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი