ბათუმში, აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეები გზებზე დამონტაჟებულ ჯებირებს ხსნიან.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოხსნილი ჯებირებით აქციის მონაწილეები გარკვეულ ტერიტორიას საზღვრავენ.
აღსანიშნავია, რომ დაზიანებულია ქუჩებზე არსებული სხვა ინფრასტრუქტურაც, მათ შორის აქციის მონაწილეთა ნაწილმა მოხსნა რამდენიმე საგზაო ნიშანი და ამჟამად აღნიშნული რკინის კონსტუქცია ხელში უჭირავთ.
გარდა ამისა, ახალგაზრების ჯგუფმა ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგვის ურნებში დაანთეს ცეცხლი.