ილია მეორემ ქადაგებაში ბათუმის მოვლენებზე ისაუბრა - რისკენ მოუწოდა მრევლს პატრიარქმა

ილია მეორემ ქადაგებაში ბათუმის მოვლენებზე ისაუბრა - რისკენ მოუწოდა მრევლს პატრიარქმა

"ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა ბათუმში წუხელ მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა".

"სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ბნელი ხშირად სჯობნის ნათელს. როცა ბნელი აბნელებს ჩვენს მიდამოს და აბნელებს ჩვენს სულს, აბნელებს ჩვენს გონებას და ჩვენს სახლს. ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე ნგრევა ყოფილა აჭარაში და მანქანების მტვრევა. ძალიან ვწუხვარ. სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. სამწუხაროა, რომ ეს არა სიმშვიდე, არეულობა ძალიან ხშირად შეეხება ეკლესიას. უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სახლში და გონებაში. ასევე, ვაჩვენოთ ჩვენს შვილებს მაგალითი სიმშვიდისა", - განაცხადა კათალიკოს-პატრიარმა ილია მეორემ.

ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ ლოცვა "მოწყალებასა შენსა" მრევლთან ერთად წაიკითხა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი