ქართველი გულშემატკივრების "მოკითხვა" პუტინს და ინციდენტი რუს მორაგბესთან - "ბოჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

ქართველი გულშემატკივრების "მოკითხვა" პუტინს და ინციდენტი რუს მორაგბესთან - "ბოჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

12 მარტს საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა "დინამო არენას" სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმეს.

ტაიმის მიწურულს რუსებს სხვაობის შემცირება შეეძლოთ, თუმცა ჯარიმა არაზუსტად შეასრულეს.

საბოლოოდ ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით ანგარიშით 14:0 დასრულდა.

52-ე წუთზე უსიამოვნო ფაქტი მოხდა - მამუკა გორგოძესა და რუს მორაგებს შორის მცირე ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა მალევე განიმუხტა.

ამასთან, ქართველმა გულშემატკივრებმა, "თავისუფალი ზონის" წევრებმა რუსეთის პრეზიდენტის საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინეს და პუტინის მისამართით შეურაცხმყოფელ შეძახილებს სკანდირებდნენ. ქომაგების ბანერზე რუსეთის დროშის ფერებში გამოსახული ღორის პლაკატი გადმოფინეს, თუმცა სამართლადამცველებმა პლაკატების ჩამოხსნისკენ მოუწოდეს მათ, რასაც მცირე დაპირისპირებაც მოჰყვა.

საქართველოს ნაკრებს რუსეთის გუნდთან აქამდე 20-ჯერ უთამაშია. 18 მატჩში ქართველებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, ერთშიც გამარჯვება რუსებს დარჩათ შორეულ 1993 წელს.

ფოტო: ანა მარშანია, ინგა მურუსიძე

იხილეთ ვიდეო:  მამუკა გორგოძემ რუსი მოწინააღმდეგე "მოახრჩო"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი