"აუდიტორია 115"-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!

 "აუდიტორია 115"-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!

სტუდენტურმა მოძრაობა "აუდიტორია 115"-მა თსუ-ის მეექვსე კორპუსი სამთვიანი პიკეტირების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დატოვა. სტუდენტების მტკიცებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებათა კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიღებასაც ისინი ითხოვდნენ.

როგორ გაგრძელდება პარლამენტის განათლების კომიტეტისა და "აუდიტორია 115"-ის ურთიერთობა, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა შესაძლოა, ისეც იყოს საქმე, რომ განათლების სფეროს რეფორმისთვის თუ მშრომელთა უფლებების დაცვისათვის ბრძოლის პარალელურად, "აუდიტორია 115"-ის ზოგიერთი წევრი სხვადასხვა მაქინაციით თავად არიდებდა თავს განათლების მიღების პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს - გამოცდებს. კერძოდ, როგორც "კვირის პალიტრას" უნივერსიტეტიდან კომპეტენტურმა პირებმა აცნობეს და შესაბამისი დოკუმენტაცია მიაწოდეს, "აუდიტორია 115"-ის ზოგიერთი ლიდერი თუ წევრი გამოცდების გადავადების მიზნით თსუ-ში ყალბი ცნობების წარდგენასაც არ ერიდებოდა.

უფრო კონკრეტულად: წყაროს ინფორმაციით "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩიხლაძემ, ამავე მოძრაობის წევრ თეიმურაზ ბეჟანიძეს დაამზადებინა ყალბი ცნობა, რომელიც თსუ-ში წარადგინა და დოკუმენტის საფუძველზე საგამოცდო თარიღი გადაავადებინა. დოკუმენტაციაში, რომლის ასლი წყარომ მოგვაწოდა და მისი მტკიცებით, დედანი უნივერსიტეტში ინახება, იკითხება:

"2017 წლის ორ თებერვალს გიორგი ჩიხლაძე ესწრებოდა "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა"და "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მიერ ორგანიზებულ ვორქშოპს, თემაზე: "უმაღლესი განათლების გამოწვევები და უნივერსიტეტების ჩართულობა". წყაროს ცნობით, იმისათვის, რომ გიორგი ჩიხლაძე უკვე გადადებულ გამოცდაზე ისევ არ მისულიყო, მან კვლავ დაამზადებინა თეიმურაზ ბეჟანიძეს ყალბი სამსახურებრივი მივლინების ცნობა, სადაც განმარტებულია, რომ "სტარტ აპ საქართველოს" მხარდაჭერით 2017 წლის 12 თებერვლიდან 2017 წლის 22 თებერვლამდე პოლონეთში კომპანია "ლაგოდოვა პოლანას" ოფისში ევროპის მასშტაბით მოცვის მწარმოებელ კომპანიებსა და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოდან თურმე გიორგი ჩიხლაძე, როგორც კომპანია "ვანრიკ გრუპის" (მოცვისა და მაყვლის მწარმოებელი კომპანია) წარმომადგენელი მიიწვიეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, გიორგი ჩიხლაძემ უნივერსიტეტში მის მიერ წარდგენილ აღნიშნულ ყალბ ცნობასთან ერთად, აგრეთვე წარადგინა სასტუმრო VICTORIA-ს კალკულაცია და ასევე მის სახელზე თვითმფრინავის ბილეთის ჯავშანი განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი