მეუფე პეტრე პატრიარქს და სინოდს მიმართავს: "მამაოს მიერ საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვაც არ ჩათვალეთ აუცილებლად..."

მეუფე პეტრე პატრიარქს და სინოდს მიმართავს: "მამაოს მიერ საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვაც არ ჩათვალეთ აუცილებლად..."

"მიტროპოლიტი პეტრე სინოდის მიერ მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს - ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას" - ამის შესახებ ნათქვამია ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს წერილში, რომლითაც მეუფე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და 9 მარტს გამართული სინოდის სხდომის მდივანს მიტროპოლიტ შიოს მიმართავს.

მიტროპოლიტი პეტრე 9 მარტის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებას წერილით პასუხობს და აცხადებს, რომ მისთვის სინოდის სხდომის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

"წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, აქცენტი მხოლოდ ჩემი უღირსებისათვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა, რაც მდივნის მიერ წაკითხული და ვეჭვობ, არა მის მიერ დაწერილი იქნა ყოველივე ეს. ნუთუ დღემდე ეკლესიის დიკრედიტაციის მძიმე ფაქტები არ გვაქვს, ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემს წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს? წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური "ციანიდის საქმის" შემდეგ იქნა ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო მამაოს მიერ საპყობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ, თითქოს დაკვეთით დაწერილი წინადადებებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც როგორც მე სინოდის წევრი, არ გეთანხმებით", - ნათქვამია მიტროპოლიტის წერილში.

იხილეთ ვიდეო

მეუფე პეტრე წერილში ასევე უარყოფს მის მიმართ წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით წაყენებულ ბრალდებებს, კერძოდ, საეკლესიო კანონების მუხლების მოშველიებით. მეუფე პეტრე წერილში ასევე პირადად მიმართავს სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, დააკონკრეტოს, ვის გულისხმობს კლირიკოსში?

"55 კანონით, კლირიკოსში ვის გულისხმობთ? ნუთუ თქვენ, წმინდა სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, ღვთისმეტყველების დოქტორს, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავის მცველს არ გესმით, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მსგავს ხარისხსა და ბრალდებას არ ექვემდებარება და მიმართულია განდგომილთადმი. უხერხულია, მსგავსი შეცდომების დაშვება....", -აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე.

მისივე თქმით, არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად მიესალმება რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში, მაგრამ დიდ უსამართლობად მიიჩნევს, ეს ყველაფერი მისით დასრულდეს.

"მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცენდენტიც გამოიკვეთა. რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თავისი გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა, ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას. გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი კადნიერებისთვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ, თქვენს მართლკვეთელობას ", - აცხადებს მეუფე პეტრე წერილში, რომელიც 11 მარტს არის დაწერილი, თუმცა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დღეს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, წმინდა სინოდის 9 მარტის განჩინებაში ნათქვამია, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას.

წაიკითხეთ: რა წერია წმინდა სინოდის განჩინებაში

პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე ცაავა მონასტერში გამწესდა

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეზე - "ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას გადავუხდი!"

„ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“