გარიგება "ყომარბაზებთან" და კანონიერი ქურდის უცნაური საჩუქარი - გივი ბერიკაშვილის უცნობი ამბები

გარიგება "ყომარბაზებთან" და კანონიერი ქურდის უცნაური საჩუქარი - გივი ბერიკაშვილის უცნობი ამბები

კარგა ხანია, გივი ბერიკაშვილი ვარსკვლავია ქართველი მაყურებლისთვის, ეს კი მსახიობის ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ცოტაა ისეთი არტისტი, მისნაირად რომ უყვარდეს ხალხს. ნამდვილად სახალხოა, როგორც მსახიობი და როგორც - ადამიანი. მისი ხილვა სცენასა და ეკრანზე ბედნიერების მომნიჭებელია. კაცთმოყვარეა, კეთილშობილი, მეგობრების მოყვარული და გამტანი, საოცრად უბრალო, სიკეთის მთესველი. თეატრში, მსახიობიდან დაწყებული და კაპელდინერით დამთავრებული ყველას უყვარს.

"დობრი მიშა"

- თბილისში მერვე ვაჟთა სკოლაში ვსწავლობდი. მელიქიშვილის ქუჩის გაფართოების შემდეგ, ჩვენი სკოლა დაანგრიეს და ჩემს სახლთან, ჟორდანიას ინსტიტუტის გვერდით გადმოგვიყვანეს. ერთადერთი ფანჯარა, საიდანაც გადაძრომა და შატალოზე წასვლა შეიძლებოდა, ჩემს ეზოში გამოდიოდა. იმ ფანჯარაში თავს გავყოფდი თუ არა, მთელი უბანი ფეხზე იდგა, კარიდან კი რას გავძვრებოდი? სკოლაში ერთი ქალი, ევა გვყავდა. რომ დაინახავდა, ვინმე მიიპარებოდა, გამკივანი ხმით დაიძახებდა: "ბატონო მიშაააა". ჩვენი სკოლის დირექტორს "დობრი მიშას" ვეძახდით. მიხეილ სიხარულიძე საოცარი კაცი იყო. ერთხელ, როგორღაც მოვახერხეთ სკოლიდან გაპარვა, სტადიონზე ვართ და ვიღაცამ დაიძახა, - გაიქეცით, "დობრი" მოდისო. ჩემ გარდა, ყველამ მოახერხა გაქცევა. ვზივარ და ველოდები, როდის მომხვდება ქეჩოში. მომიჯდა და მეკითხება: ბიჭიკო, რომ გაიქცნენ ის ბავშვები, რომელი სკოლის მოსწავლეები არიან, ხომ არ იციო? გამიხარდა, ვიფიქრე, - ვერ მიცნო-მეთქი. მისკენ არც გამიხედავს, ისე ვუპასუხე: მეჩვიდმეტე სკოლელები იყვნენ-მეთქი. რომ მეგონა, გადავრჩი, უცებ ყურში ჩამავლო ხელი: ერთი შენ ხარ მეჩვიდმეტესკოლელი და მეორე ეგენი იყვნენო.

რუსთავი-თბილისი

- ისე მოხდა, რომ დამამთავრებელ კლასში რუსთავის სკოლაში გადავედი, ამიტომ ყოველდღე მატარებლით მარტო მივდიოდი რუსთავში. ერთ დილით, სადგურზე ვხედავ, წიგნებით ხელში ჩემი კლასელი გოგი წიკლაური დგას. ვეკითხები: "აქ რა გინდა?" რუსთავში მოვდივარო. - იქ რა გინდა-მეთქი? - აბა, მარტო ხომ არ ივლიო. სკოლის დირექტორს, არაჩვეულებრივ ქალბატონ ქსენია ზარქუას ავუხსენი, ჩემი კლასელია და ჩემ გამო აქეთ გადმოდის-მეთქი. იმანაც: მოდი, შვილო, გადმოდიო. დაიწყო ჩვენი თავგადასავლები რუსთავი-თბილისის "ელექტრიჩკებში". ბილეთის ფული ხომ არასდროს გვქონდა. კონდუქტორებს ვემალებოდით, ათას ხრიკს ვხმარობდით. ერთხელაც, გოგი რკინიგზელის კიტელით გამომეცხადა, ნათესავს უჩუქნია მისთვის. იმ დღის მერე კონდუქტორებმა მას თავი დაანებეს და მთელი კუკუდამალობანა მარტოს მიწევდა. ერთ დღესაც, ვზივარ ვაგონში გოგის გვერდით და ამოვიდა კონდუქტორი. რადგან ბილეთი არ მქონდა, გოგი წიკლაურზე მივუთითე, - ამასთან ვარ-მეთქი. ეგ ვინ არისო? - "რკინიგზის თანამშრომელია", - ვუთხარი ამაყად. კონდუქტორმა საბუთები მოსთხოვა და ორივემ სადგურის უფროსის კაბინეტში ამოვყავით თავი. ავდექი და იმ კაცს ყველაფერს დაწვრილებით მოვუყევი. გაეცინა, არ არიან ცუდი ბიჭებიო, - თქვა და ორივეს მატარებლით მგზავრობის ერთწლიანი უფასო საშვი გვაჩუქა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი