რუსთავში მოქალაქემ წყლის გამაცხელებლის თვითნებურად მონტაჟის დროს, ბუნებრივი აირის მილი სასმელი წყლის მილზე მიაერთა

რუსთავში მოქალაქემ წყლის გამაცხელებლის თვითნებურად მონტაჟის დროს, ბუნებრივი აირის მილი სასმელი წყლის მილზე მიაერთა

რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩის #7 საცხოვრებელ კორპუსში მოქალაქემ წყლის გამაცხელებლის თვითნებურად მონტაჟის დროს, ბუნებრივი აირის მილი სასმელი წყლის მილზე მიაერთა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე მობილიზებული არიან "სოკარ-ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრის თანამშრომლები და მიმდინარეობს სისტემის სასმელი წყლისგან გაწმენდა.

როგორც კომპანია "სოკარ-ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტს შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყოლოდა.

"აბონენტმა თვითნებურად დაამონტაჟა წყლის გამაცხელებელი, რომელსაც ჩვენ ვკრძალავთ უსაფრთხოების წესების თანახმად. მოქალაქეს შეეშალა მილები და წყლის მილი დააერთა გაზის მილის ადგილზე და მთელი სისტემა 32 ოჯახი და 32 ბუნებრივი აირის მრიცხველი სასმელი წყლით გაივსო. ახლა ყველა მრიცხველი უნდა მოიხსნას და გაიწმინდოს სისტემა, რომელშიც მინიმუმ 5 ლიტრი წყალია, რომელიც უნდა გამოდევნოს და ამის შემდეგ მაგისტრალიდანაც გამოიდევნოს. გაზის კანფორიდან წყალი გამოდის. მოქალაქე ამბობს, რომ ხელოსანმა დაუმონტაჟა შეცდომით ეს გამათბობელი. კიდევ კარგი უბედური შემთხვევა არ მოხდა", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში, "სოკარ-ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრის მთავარმა ინჟინერმა ვეფხია სიბაშვილმა.

ამ დროისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება მაიაკოვსკის ქუჩის ორ საცხოვრებელ კორპუსსა აქვს შეწყვეტილი.

კომპანია "სოკარ-ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის ცენტრის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოქალაქეებს, თვითნებურად ნუ დაამონტაჟებენ გაზდანადგარებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი