თბილისის საკრებულოსთან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები არიან შეკრებილი

თბილისის საკრებულოსთან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები არიან შეკრებილი

თბილისის საკრებულოს შენობის წინ "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თბილისის საკრებულოს პასუხი მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხვალ უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა რამდენიმე წუთის წინ შეიტყვეს, რომ საკრებულოს პასუხი მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით დღეს გახდება ცნობილი.

საკრებულოში დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილია შესული და ისინი ოფიციალურ პასუხს ელოდებიან, დააკმაყოფილებს თუ არა თბილისის საკრებულო მათ მოთხოვნებს. გარეთ მყოფი აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სხვადასხვა რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას აკონტროლებენ. აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოსგან მოითხოვენ ალტერნატიული ფართის გამოყოფასა და ზარალის ანაზღაურებას. მათი განცხადებით, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდს ამის შესაძლებლობა გააჩნია. თუმცა, საკრებულოსგან თანხმობაა საჭირო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი