ჩაქვში მდებარე სკოლა-გიმნაზიის დირექტორის თანამდებობაზე მამა გიორგი მამალაძე მამა დანიელ სოლომონიძემ შეცვალა

ჩაქვში მდებარე სკოლა-გიმნაზიის დირექტორის თანამდებობაზე მამა გიორგი მამალაძე მამა დანიელ სოლომონიძემ შეცვალა

დაბა ჩაქვში მდებარე წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიას დეკანოზ გიორგი მამალაძის ნაცვლად მამა დანიელ სოლომონიძე უხელმძღვანელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე მარიან ტარიელაძემ განუცხადა, დირექტორის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მეუფე დიმიტრის აჭარაში ჩასვლის შემდეგ მიიღეს.

"ამ დროისათვის სკოლა-გიმნაზიას მამა დანიელ სოლომონიძე ხელმძღვანელობს. იგი მეუფე დიმიტრის ჩამობრძანების შემდეგ დაინიშნა," - აცხადებს მარიამ ტარიელაძე.

შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში 7 მარტს აისახა. საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპატრიარქოა.

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აღნიშნულ სკოლას ბოლო 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება მღვდელ დანიელ სოლომონიძეს, ის ქობულეთის სოფელ ზედა სამებაში ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი