"მშობ­ლე­ბი ამ­ჩ­ნე­ვენ, რომ აგ­რე­სი­უ­ლი გავ­ხ­დი... არ იცი­ან, ჩემს გულ­ში რა ჯო­ჯო­ხე­თი ტრი­ა­ლებს"

"მშობ­ლე­ბი ამ­ჩ­ნე­ვენ, რომ აგ­რე­სი­უ­ლი გავ­ხ­დი... არ იცი­ან, ჩემს გულ­ში რა ჯო­ჯო­ხე­თი ტრი­ა­ლებს"

"ჩე­მი გა­სა­ჭი­რი სხვის­თ­ვის შე­საძ­ლოა, სა­სა­ცი­ლო იყოს, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევს. სხვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვარ. ბი­ჭი გახ­ლა­ვართ და კა­ცის თით­ქოს, არა­ფე­რი მცხია. სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რაც კი უნე­ბუ­რად, სხვა­ნა­ი­რი გა­მიხ­და, არა­და, სულ სხვა რა­მე­ზე ვოც­ნე­ბობ", - მომ­წე­რა 17 წლის ლე­ვან­მა, რო­მელ­საც თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა აწუ­ხებს და არ იცის, რო­გორ დას­ძ­ლი­ოს სურ­ვი­ლე­ბი, ვერ პო­უ­ლობს სა­ერ­თო ენას მე­გობ­რებ­თან და სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­კე­ტილს ხში­რად, სუ­ი­ციდ­ზეც ეფიქ­რე­ბა, თურ­მე...

- მინ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭი ვი­ყო, მყავ­დეს ცო­ლი, შვი­ლე­ბი - ანუ ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა და რო­მელ­შიც პირ­ვე­ლი მე ვიქ­ნე­ბი. მაგ­რამ ვატყობ, ჩემს ამ ოც­ნე­ბას ახ­დე­ნა არ უწე­რია, გო­გო­ნე­ბი ჩემ­ზე იცი­ნი­ან ხოლ­მე. ამ­ბო­ბენ, რომ "სხვა­ნა­ი­რი" და უც­ნა­უ­რი ვარ. ჩემ­თან და­ქა­ლო­ბენ და ცდი­ლო­ბენ, ნელ-ნე­ლა მათ­ქ­მე­ვი­ნონ ის, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. ჰგო­ნი­ათ, პარ­ტ­ნი­ორ მა­მა­კაცს ვე­ძებ ან სუ­ლაც, მყავს, რაც სი­მარ­თ­ლე არ არის. არც ვე­ძებ და არც მყავს! თუმ­ცა, ზოგ­ჯერ ლტოლ­ვას ვგრძნობ.

- "სი­ა­რუ­ლის უც­ნა­უ­რი მა­ნე­რა" არ ნიშ­ნავს იმას, რომ გა­დახ­რე­ბი გაქვს...

- მარ­თა­ლია, მაგ­რამ ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რიც არ­სე­ბობს, რომ­ლის ასე სა­ჯა­როდ თქმა, უხერ­ხუ­ლია. 17 წლის ვარ. მა­მამ რომ მითხ­რა პირ­ვე­ლად, ქა­ლებ­ში გა­ი­სე­ირ­ნეო, გა­მიკ­ვირ­და. გა­მო­ვი­ჩი­ნე სურ­ვი­ლი და მივ­ხ­ვ­დი, ეს ის არ არის, რაც მომ­წონს და მა­ინ­ტერ­ესებს.

- თუ ასე­თი ხარ, რა­ტომ გა­ნიც­დი?

- იმი­ტომ, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვარ. ჩემ­ნა­ირს თით­ქ­მის არა­ვის ვიც­ნობ იმ რა­ი­ონ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ. შავ ყვა­ვებ­ში თეთ­რი ვარ და ეს ნერ­ვებს მიშ­ლის. მშობ­ლე­ბი ამ­ჩ­ნე­ვენ, რომ აგ­რე­სი­უ­ლი გავ­ხ­დი, მაგ­რამ ცხა­დია, მი­ზეზს ვერ ხვდე­ბი­ან. არ იცი­ან, ჩემს გულ­ში რა ჯო­ჯო­ხე­თი ტრი­ა­ლებს. მინ­და, რო­გო­რი ლა­ღიც ბავ­შ­ვო­ბა­ში ვი­ყა­ვი, ისე­თი­ვე ვი­ყო, მაგ­რამ არ გა­მომ­დის. გო­გო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც გა­ვურ­ბი­ვარ, რად­გან მგო­ნია, მათ­ნა­ი­რი ვარ, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია ისე მოქ­ცე­ვა, რო­გორც ისი­ნი იქ­ცე­ვი­ან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მა­თი ჭო­რა­ო­ბის მოს­მე­ნაც კი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. რო­ცა ჰყვე­ბი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­ზე, მშურს. ბი­ჭებ­თან კი ცხა­დია, სა­ერ­თო ენას ვე­ღარ ვპო­უ­ლობ. არ მი­ზი­დავს ეს ფეხ­ბურ­თის ან კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში, თევ­ზა­ო­ბა ან ნა­დი­რო­ბა და მომ­კა­ლით, თუ გინ­დათ.

ამას წი­ნათ, ასე­თი რამ შე­მემ­თხ­ვა: ყო­ფილ­მა ძმა­კა­ცებ­მა მაგ­რად გა­მი­ჩა­ლი­ჩეს. მცე­მეს კი­დეც, არა­კა­ცუ­რად იქ­ცე­ვიო. ნერ­ვე­ბი და­მაწყ­ვი­ტეს. რომ ავ­ტირ­დი, იხარ­ხა­რეს, გო­გო ხა­რო? ძა­ლი­ან მინ­და, ფსი­ქო­ლოგ­მა მირ­ჩი­ოს რა­მე. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ვინ­მე და­მეხ­მა­როს, რომ ისევ სრულ­ყო­ფი­ლი კა­ცი გავ­ხ­დე? შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი მარ­თოს? ძა­ლი­ან მინ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე და ბი­ჭე­ბის მსგავ­სად, მეც იმით მი­ვი­ღო სი­ა­მოვ­ნე­ბა, რაც მა­მა­კა­ცუ­რია. ვებ­რ­ძ­ვი სა­კუ­თარ თავს და სურ­ვი­ლებს უკ­ვე ძა­ლი­ან დი­დი ხა­ნია და მერ­წ­მუ­ნეთ, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. ძალ-ღო­ნეს მარ­თ­მევს სა­კუ­თარ თავ­თან ჭი­დი­ლი. აღარც სწავ­ლის თა­ვი მაქვს და აღარც სხვა რა­ღა­ცე­ბის. მშობ­ლე­ბი ამას ჩემს გარ­და­ტე­ხის ასაკს აბ­რა­ლე­ბენ.

- არ გიც­დია, მა­მას მა­ინც, გულ­წ­რ­ფე­ლად რომ და­ე­ლა­პა­რა­კო?

- მა­მას ამ სა­კითხ­ზე რომ და­ვე­ლა­პა­რა­კო, ზუს­ტად ვი­ცი, რაც მოხ­დე­ბა... განაგრძეთ კითხვა