რამდენად რელიგიურია თბილისის მოსახლეობა - რა შედეგები აჩვენა კვლევამ

რამდენად რელიგიურია თბილისის მოსახლეობა - რა შედეგები აჩვენა კვლევამ

თბილისის მოსახლეობის 86% თვლის, რომ რელიგიურია - ასეთი შედეგი აჩვენა კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია "ეისითის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის, ვინც თვლის, რომ რელიგიურია, მხოლოდ 5% არ დადის ეკლესიაში. თუმცა, ეკლესიაში სიარული არც თუ ისე ხშირი ქცევაა - უმრავლესობა (63%) ეკლესიაში თვეში ერთხელ, ან უფრო იშვიათად დადის. ამასთან, ყოველდღე ეკლესიაში გამოკითხულთა 1% დადის.

აღსანიშნავია, რომ რელიგიური თბილისელების 58%-ს არასდროს არ დაუცავს მარხვა. 16% კი ხშირად იცავს მას.

"ეისითიმ" გამოკითხვა ჩაატარა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 იანვარში.

წყარო: act-global.com

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 964 ახალი შემთხვევაა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა - რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს