ქართული სუფრა ევროპული ქვეყნების სამზარეულოებს შორის მე-4 ადგილზეა - რას წერენ ბლოგერები ქართულ კერძებზე

ქართული სუფრა ევროპული ქვეყნების სამზარეულოებს შორის მე-4 ადგილზეა - რას წერენ ბლოგერები ქართულ კერძებზე

48 ევროპულ ქვეყანას შორის საჭმლისა და სასმელის რეიტინგში საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა. რეიტინგი კულინარიის ბლოგერების - კევინ ალექსანდერისა და ლიზ ჩილდერსის მიერ არის შედგენილი, რომლებიც მოგზაურობენ, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ეცნობიან და ბლოგს წერენ. კევინის და ლიზის ბლოგი საიტზე thrillist.com 2015 წელსაა გამოქვეყნებული და როგორც უკვე გითხარით, საქართველო გემრიელი საჭმლის რეიტინგში მეოთხე ადგილზეა.

აი, რას წერენ ქართულ სამზარეულოზე ავტორები:

"თავიდან ლიზთან დიდხანს ვკმათობდი, რომელი ქვეყნის სამზარეულო იყო ყველაზე კარგი - ლიზი ქართული კერძების საოცრებებზე მიამბობდა, რასაც მოჰყვა ჩვენი დაინტერესება იმით, თუ ევროპის რომელი ნაწილი გამოირჩევა საუკეთესო სამზარეულოთი. ამიტომ დავიწყეთ გამოკვლევა (მოვინახულეთ 39 ქვეყანა) და დავადგინეთ წესები: მთავარი ფაქტორი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი სუფრა, საკვები და სასმელი" - წერს გამოცემა thrillist.com-ს ავტორი კევინ ალექსანდერი.

"საქართველო ევროპისა და აზიის შუაგულში მდებარეობს, ამიტომ იქაური კერძები საოცრად მდიდარი სუნელების და საკმაზების გემოთია გაჟღენთილი, როგორ კომბინაციებსაც სხვა რეგიონებში ვერ ნახავთ. ხაჭაპური ქვეყნის გამორჩეული კერძია, ნავის ფორმის, სავსე საოცარი გამდნარი ყველით და თოხლო კვერცხით. ქვეყნის გამორჩეული კერძების რიცხვშია: ხინკალი - ხორცით და წვენით ამოვსებული, მოხარშული ცომი; კუჭმაჭი - ამ კერძში არ უნდა იკითხოთ რა ურევია (გული, ღვიძლი და ა.შ), რადგან მასში შეზავებულია შემწვარი ხახვი, ნიორი, მწვანილები და წითელი ბროწეულები; ჩახოხბილი - ქათმის უგემრიელესი კერძი. ყველი და ტყემალი კერძების კომპანიონად გვევლინება. ტყემალს, რომელიც მომჟავო სოუსია, ძირითადად ხორციან კერძებთან მიირთმევენ", - ნათქვამია სტატიაში.

საქართველომ კულინარიის ბლოგერების სიაში საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველი სამეული კი ასე გამოიყურება: 3. ესპანეთი, 2. საფრანგეთი, 1. იტალია. ამასთან, სიაში მეხუთე ადგილზე გერმანიაა გამწესებული. რუსეთი 25-ე ადგილზეა, უკრაინა 42-ე ადგილზე.

მომზადებულია thrillist.com-ს მიხედვით

ომალოში პოლონელი ტურისტი დაშავდა - მეხანძრე-მაშველებმა ის თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს

"კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა" - ამირან გამყრელიძე

"მუშახელი ჭირს, თვითონ მიწევს ყველაფერის კეთება... მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით" - ბიომეურნე წნორიდან, რომელიც ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ასწავლის