მომდევნო კვირა საქართველოში მზიანია - ნახეთ, უახლოესი დღეების პროგნოზი

მომდევნო კვირა საქართველოში მზიანია - ნახეთ, უახლოესი დღეების პროგნოზი

21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს ღამითაც იწვიმებს, ხვალ გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება, მათ შორის თბილისში.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 13-18 გრადუსი. თბილისში ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16 გრადუსია მოსალოდნელი.

20 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ იწვიმებს. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე საქართველოს უმეტეს რაიონში 20-25 მეტრი წამში იქნება, მათ შორის თბილისში.

იხილეთ ვიდეო

20 მარტს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 14-19 გრადუსი. თბილისში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17 გრადუსია მოსალოდნელი.

21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 10-15 გრადუსი. თბილისში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება.

21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით კი საქართველოში, მათ შორის თბილისში უნალექო და მზიანი ამინდი იქნება. ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი