ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, დღეს მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დღეიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 30-ზე მეტი მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ოპერირებას იწყებს.

მათივე თქმით, ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, ამიერკავკასიაში პირველი, ტექნოლოგიური სივრცე, საქართველოში შეიქმნება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, ერთ სივრცეში, წარმოდგენილი იქნებიან ისეთი უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიც არიან: Check Point, Symantec/Veritas, ESET, Hewlett Packard Enterprise, Prodware, IBM, ORACLE, Linux, WMware, EMC2-ის, Fortinet-ის, Ettreme, HP, Google Development Group.

ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებთან ერთ სივრცეში თანამშრომლობა, მათი თქმით, უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებას რეგიონში და საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მსოფლიოს მაღალტექნოლოგიური კომპანიები საინფორმაციო ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, პროგრამირებისა და სხვა ტექნოლოგიურ მიღწევებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში დანერგავენ.

თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, დღეს ასევე მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა. მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში სპეციალურად მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, ახალი ლაბორატორია საქართველოში ტექნოლოგიების განვითარებას დაეხმარება.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნა მსოფლიოში ლიდერი 30-მდე ტექნოლოგიური კომპანიის ლაბორატორია, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიების, ყველაზე თანამედროვე მიღწევების სტუდენტებისთვის გაცნობას. ეს საქართველოში ტექნოლოგიების განვითარებას და იმ მომავალი წარმატებული ადამიანების გაზრდას დაეხმარება, რომლებიც საქართველოდან ტექნოლოგიების ექსპორტიორები გახდებიან. ჩვენ გვგონია, რომ ეს ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მთელ რეგიონში გახდება სწორედ ის ადგილი, რომელიც ტექნოლოგიურ ლიდერებს გაზრდის", - განაცხადა ბატიაშვილმა.

კომპანია softline-ის დირექტორის, რევაზ ურუშაძის თქმით, ახალი ლაბორატორია დაინტერესებულ პირებს ტექნოლოგიურ სიახლეებზე ინფორმაციას მიაწვდის.

"მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის "სილიკონ ველისა" და კომპანია softline-ის რეგიონში პირველი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაციული ტექნოლოგიების სიახლეები, რომელიც საშუალებას მისცემს ტექნოლოგიური კომპანიის ნებისმიერი თანამშრომელს მობრძანდეს და ნახოს სიახლეები. ამავე დროს, კიბერ უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში ძალიან დიდი შეტევები ვითარდება და ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ Check Point-ის, Symantec/Veritas-ის და ESET-ის გადაწყვეტილებები, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მომუშავე ადამიანმა და არამარტო, ნახოს თუ რამდენად შეუძლია თავისი კომპანიის უსაფრთხოება დაიცვას", - განაცხადა რევაზ ურუშაძემ.

მაღალტექნოლოგიურ სასწავლო ლაბორატორიაში წარმოდგენილი იქნებიან ტექნოლოგიური საერთაშორისო კომპანიები: Check Point, Symantec/Veritas და ESET.

მაღალტექნოლოგიურ სასწავლო ლაბორატორიაში დაინერგება მსოფლიოს ტექნოლოგიურ ბაზარზე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული სიახლეები და პროგრამები, ერთ სივრცეში გაერთიანდება წარმოდგენილი ტექნოლოგიური კომპანიების მიღწევები.

მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია ,,სოფთლაინ საქართველოს’’ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნის გარდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფუნქციონირებას იწყებს ვირტუალური რეალობისა და ბიტკოინების ლაბორატორიები. ასევე, იხსნება Apple - IOS-ისა და Google - Android-ის მობილური აპლიკაციების პროგრამირების, Hewlett Packard Enterprise-ის, Prodware-ის, IBM-ის, ORACLE-ის, Linux-ის, WMware-ის, EMC2-ის, Fortinet-ის, Ettreme - ის პროგრამებზე დაფუძნებული სასწავლო კურსები.

მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები გამიზნული იქნება როგორც სტუდენტებისთვისთვის, ასევე ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე ანალოგიური ლაბორატორია, მათ შორის HP-ის.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე გახსნილ სასწავლო ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის სტუდენტებს, სახელმწიფო კომპანიებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში მიმდინარე სიახლეებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერი კომპანიების პროდუქტებს, მათ საშუალება მიეცემათ, თვითონ გამოცადონ მსოფლიოში წარმატებული პროდუქტების ტესტირება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი