ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.

დაკავებულის მონახულებას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე აპირებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი