კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:22 / 20-03-2017
"შენიღბულები შემოცვივდნენ... ბებიას კონდახებით აწამებდნენ... ბაბუ ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს" - სვანი გოგონების ბავშვობის შემზარავი მოგონებები და სისხლის აღების ტრადიცია
სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ სვანი დების - თეონა და თამარ გურგულიანების ისტორიას. 29 და 31 წლის დები მესტიიდან, სოფელ ლაჰილიდან არიან.

"მესტიაში ვცხოვრობდით, თუმცა ჩვენთვის გამორჩეულად საყვარელი ადგილი ლაჰილი იყო, სადაც ბებიასთან და ბაბუასთან ზაფხულობით ვისვენებდით ხოლმე. ჩვენ ჩვენი სამოთხე გვქონდა. ბებია და ბაბუა ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი ბედნიერებისთვის. 90-იანი წლები და გაჭირვების პერიოდი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ არაფერი გვაკლდა, ჩვენები მეურნეობას ეწეოდნენ, კარგად ვცხოვრობდით, ყველაფერი გვქონდა. ერთი დიდი, მდიდარი და ბედნიერი ოჯახი ვიყავით, მანამ, სანამ ერთ უბედურ დღეს დაგვაყაჩაღეს.

გაქურდვამდე ერთი დღით ადრე მესტიაში ვაპირებდით წასვლას, დედა და მამაც იქ იყვნენ, თუმცა ბებიამ გვთხოვა დავრჩენილიყავით. მაშინ პატარები, 8 და 6 წლისანი ვიყავით. დილას რომ გავიღვიძეთ ბებიამ ლამაზი, საკუთარი ხელით შეკერილი, კაბები დაგვახვედრა. ის დღე ისე შემორჩა ჩემს მეხსიერებას, როგორც ნაცრისფერი და ბურუსიანი დღე. საღამო ხანი იყო, ჭიშკრიდან ხმა გავიგონეთ. ბებიამ სტუმრები შემოიპატიჟა, შორიდან გასძახა, თუმცა, მახსოვს, ჭიშკართან მისულს არავინ დაგვხვდა. უცბად კი დავინახეთ, თუ როგორ გადმოძვრა 6 კაცი ჩვენს ღობეზე.

სახლში შენიღბულები შემოცვივდნენ. ბებიას დაეტაკნენ, ცემა დაუწყეს, საშინლად, არაადამიანურად ექცეოდნენ. ვუყურებდი კონდახებით როგორ აწამებდნენ. ბავშვებს შესაშინებლად თავს ზემოთ გვესროლეს. შემდეგ კი ისევ ბებიას დაუწყეს ცემა.

ერთ-ერთი კაცის მზერა არ ამომდის გონებიდან, ვერ ვივიწყებ. მისი ძალიან არაადამიანური და მძიმე მზერა. ვიცოდი, იმ წამს ადამიანის სახე დაკარგული ჰქონდა და მხეცს დამგვანებოდა. ავდექი და ბაბუას საძინებელში გავედი. ვხედავდი ჩემ თავს ზემოთ ცეცხლმოკიდებული ტყვიები როგორ მიფრინავდნენ. ოთახში ბნელოდა, მაგრამ ნათლად ჩანდა ყველაფერი. ბაბუაც ესროდა, ისინიც ისროდნენ. ბაბუ ჩემს თვალწინ ჩაცხრილეს. მახსოვს, იატაკზე დაეცა და კარადიდან გადმოცვენილი ჩემი ტანსაცმელი სულ სისხლის გუბეში გასვარა. მივედი მასთან, ბაბუათქო დავუძახე, მაგრამ მანიშნა გავსულიყავი ოთახიდან. გამოვედი.

...გამოვედი და მას შემდეგ წელიწადნახევარი საერთოდ ხმა არ ამომიღია. პირველ კლასში ვიყავი, ვეღარ ვლაპარაკობდი. გადატანილი სტრესის გამო სკოლიდან გამომიყვანეს. მუდმივი სიჩუმის გამო, მახსოვს, როგორ ამითვალწუნეს მასწავლებლებმა და როგორ გავხდი დასაცინი ობიექტი თანაკლასელებისთვის. ეს ყველაფერი ძალიან მტკიოდა. შიშით ოთახიდან ოთახში ვერ გავდიოდი. მინდოდა მეტირა, მეთქვა ჩემი ტკივილი, მაგრამ ლაპარაკი არ შემეძლო, ვერ ვახერხებდი. ჯოჯოხეთური დღეები იყო.

ყაჩაღებმა ბაბუას იარაღის წაღება მოასწრეს. ერთ-ერთმა გარდაცვლილს ხელიდან გამოგლიჯა და გაიქცა. თეონა სულ სისხლში იყო ამოსვრილი. მახსოვს, მის კაბაზე, ტანზე, სახეზე სისხლის წვეთები. აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი ჩვენი თანასოფლელი იყო, ერთ-ერთი კი ჩვენი შორეული ნათესავი. მას ბებიამ ნიღაბი ჩამოგლიჯა, ხელში კი ნათესავი შერჩა, რომელზეც ჩემმა ბიძაშვილმა შური იძია და მოკლა. სისხლი აიღო. მახსოვს დღეები, როდესაც ჩვენთან იკრიბებოდნენ, გეგმავდნენ შურისძიებას, თათბირობდნენ...

ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა, გვარები გადაეკიდნენ ერთმანეთს, მტრობა დაიწყეს ერთმანეთის. ჩვენ სულ დევნაში ვიყავით. ცხოვრებას რომ თვალს გადავავლებ, სულ დევნა და გაქცევა მახსენდება. ასე გავიზარდეთ.

იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვერდში გვედგნენ. დეიდები და მამიდა სულ ცდილობდნენ ტრავმების შემსუბუქებას, გვეხმარებოდნენ მატერიალურად თუ მორალურად, ცდილობდნენ
ჩვენს დაცვას ჩაგვრისა და მუქარისგან, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც მუდმივი მუქარისა და შიშის ქვეშ გვიწევდა ცხოვრება. გზაზე არ გვატარებდნენ, აქეთ გვებრძოდნენ და გვემტერებოდნენ... საბოლოოდ, იქაურობის დატოვება მოგვიხდა. მამას რუსეთში წასვლა მოუწია. დავრჩით მამის გარეშე, ობლად. ჩვენ ოთხნი ვიყავით, დედა მეხუთეზე იყო ფეხმძიმედ, მაშინ 32 წლის იყო, მაგრამ ამ ყველაფრის გადატანა ძალიან გაუჭირდა. მამა იქ გარდაიცვალა.

ვინ არ ჩაერია ამ ამბავში, ვინ არ სცადა ყველაფრის დალაგება, მაგრამ მტრობა დღემდე გრძელდება. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ არ შეიძლება ადამიანებს ასე მოექცე, წაართვა ის, რაც არ გეკუთვნის, არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება ასე დაუმახინჯო, ასე შეუცვალო... არ შეიძლება იმ ტრადიციით ცხოვრება, რასაც სისხლის აღება ჰქვია. იმ ყველაფრისდა მიუხედავად, რისი გადატანაც წლების განმავლობაში მოგვიწია, ჩვენ ახლა უკეთესის იმედით ვაგრძელებთ ცხოვრებას.

დღეს იმ სოფელში რომ მიხვიდეთ, ჩვენი სახლის ადგილას მხოლოდ ნასახლარიღა დაგხვდებათ. ასე გაქრა ჩვენი პატარა სამოთხე"...


© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან
13:43 / 21-03-2017
მზეო
0
Da saidan daanskveni rom svani varr me zogadad visauvre am problemis irgvliv da kute ra shuashia ...
12:03 / 21-03-2017
თეა
0
მზეოს!

ჯერ ერთი, არავის ვურჩევ და არავის ვკითხავ, როგორ მოიქცეოდა ... ყველა დედა, ცოლი და და მეცოდება, მსგავსი კითხვით რომ მივმართო...

აფექტის მდგომარეობაში, შეიძლება ვიმოქმედოთ ,,კბილი კბილის წილ”... გამწარებულ დედასაც (თუმცა საქართველოში არ მსენია, დედას შვილისთვის შური ეძიოს) შეიძლება გაუჩნდეს სურვილი გაუსწორდეს მკვლელს, მაგრამ ამოწყვიტოს მთელი გვარი, დაერიოს მის ნათესავაებს, ჟუჟოს არასრულწლოვანი ბავშვები, ეს ნორმალურია?! მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ?! გასაგებია, მკვლელის დასჯა გინდოდეს, მაგრამ მისი ახლობლების?, რატომ?! თქვენ ხომ ასე გიყვართ თქვენი კუთხე,ნუთუ ადამიანების გარეშე?! მთელი გვარებია გამქრალი ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვაში. ეხლა, მე გეკიტებით, რატომ?
მსგავსი სიახლეები
"ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ ბიზნესმენ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლის ბაია დავითიას ისტორიას
"საბა, ჩემი და ჩემი ქმრის გენეტიკური შვილი, "ინ ვიტრო" განაყოფიერებით არის გაჩენილი"
"თუ დედა და ძმებიც არ დააკავეს და დაბრუნდნენ, ჩვენ დავხოცავთ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:22 / 24-09-2017  Image ქობულეთში მეწყერის ქვეშ მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, რომელშიც ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა
სტიქიის დროს ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა
12:28 / 24-09-2017  Image დაბა წაღვერში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სამივე ვერტმფრენმა დილიდან განაახლა
დღესვე ელოდებან კიდევ ერთ ვერტმფრენს, რომელიც საქართველოში თურქეთიდან ჩამოფრინდება
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49