კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:22 / 20-03-2017
ვირტუალური და რეალური აგრესია ქართულ საზოგადოებაში - ფსიქოლოგი "ბრბოს ფსიქოლოგიაზე"
აგრესიის გამოხატვა ყველგან და ყველაფერში უკვე ჩვენი ცხოვრების თანმდევი, ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა ზოგჯერ გაუგონარი სისასტიკის გამოხატვის ფორმებს ვაწყდებით. აქ მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ ბათუმში განვითარებული ამბებიც გამოდგება...

აგრესია ჩვენ ცხოვრებაში ვლინდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, აგრესიას ვუყურებთ ეკრანზე, მას ადამიანები ვირტუალურ სამყაროში, სოციალურ ქსელში აქტიურად გამოხატავენ, როცა დაუფარავად და გახსნილი ტექსტებით ლანძღავენ და ქოლავენ ერთმანეთს... სოციალურ ქსელში ხშირად დაუსაბუთებელი ბრალდებების კორიანტელია, რასაც უკურეაქციის სერიოზული ტალღა მოჰყვება ხოლმე.

რასთან გვაქვს ზოგადად საქმე და საერთოდ, რატომ გახშირდა ირგვლივ ამდენი აგრესია და ნეგატიური ემოცია, ამ საკითხზე გვესაუბრება რუსუდან მირცხულავა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი:

- აგრესია საოცრად არის მომძლავრებული, ის იგრძნობა არა მარტო ინტერნეტსივრცეში, არამედ ზოგადად საზოგადოებაში, ინტერნეტსივრცე ამისთვის ერთ-ერთი ასპარეზია, რომელიც საზოგადოების ზოგად განწყობას ირეკლავს. მოჭარბებულ აგრესიას თავისი მიზეზი აქვს და თან, არაერთი.

ფსიქოლოგია აგრესიას კარგა ხანია ინტენსიურად იკვლევს და არაერთი თეორიაც არსებობს... როდესაც სოციალურ ფსიქოლოგიაში ჩემი სალექციო თემა აგრესიაა ხოლმე, სტუდენტები განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ. გრძნობენ, რომ ერთ-ერთი მწვავე საკითხია ჩვენს საზოგადოებასთან არსებითად დაკავშირებული პრობლემა.
რატომ ვართ აგრესიულები? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

1. ე.წ. ფრუსტრაციული თეორიის მიხედვით, აგრესიას მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა იწვევს, როდესაც პიროვნება ამა თუ იმ მოთხოვნილების რეალიზების პროცესში რაღაც დაბრკოლებას აწყდება, რასაც სამწუხაროდ, ჩვენთან მასობრივი ხასიათი აქვს. უნდა გითხრათ, რომ მოთხოვნილებების მთელი იერარქია არსებობს, აქ მხოლოდ კვებისა და თავდაცვის მოთხოვნილებაზე არ არის ლაპარაკი. ყველაზე პირველადი, ფუნდამენტური - ბიოლოგიური, თავდაცვისა და კვების მოთხოვნილებებია, ანუ რამდენად არის ესენი საზოგადოებაში რეალიზებული. რა თქმა უნდა, რეალიზებული არ არის. თან, ეს მოთხოვნილებათა ფუნდამენტია, რომელსაც კიდევ უფრო მაღალი მოთხოვნილებები ეფუძნება.

2. საზოგადოებაში განათლების დეფიციტის არსებობაა. როდესაც ადამიანს ღირებულებები აქვს ვიწრო, მისი ხედვაც ძალზე რაკურსული ხდება, არადა, სწორედ საკუთარი მოთხოვნილებების რეალიზებაზეა ფიქსირებული, იმის იქით ვეღარ იყურება. განათლება ადამიანს საშუალებას აძლევს, ღირებულებების ფართო დიაპაზონი ჰქონდეს, რომ აღმოაჩინოს ახალ-ახალი საინტერესო ობიექტები, რისკენაც ყურდღებას მიმართავდა, მეტიც, განათლება ადამიანს საშულებას აძლევს, პიროვნების რეალიზება მოახდინოს. დიახ, მოთხოვნილებების რეალიზების ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტრუმენტი ცოდნის მიღებაა, უნარ-ჩვევების შემუშავება და განვითარება.

3. "მიბაძე კატას" ფაქტორია, ძველად "ვერთერის სინდრომს" უწოდებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეა ახდენს აგრესიის აკუმულირებას აგრესიის დემონსტრირების გზით. აქ მაგალითისთვის გამოდგება ის ფაქტი, როდესაც მედიასაშუალებები მუდმივად აგრესიულ თემებს უტრიალებენ, რითაც ძალადობის დემონსტრირებას ახდენენ. ძალადობის უამრავი ფორმა არსებობს, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც აჩვენო, როგორ მოკლა ერთმა ადამიანმა მეორე. აგრესია ვერბალური შერკინებითა და შეხლა-შემოხლით აფიშირდება. წარმოიდგინეთ, რომ საზოგადოებაზე ამ სამივე ფაქტორის ზემოქმედება წლების განმავლობაში გრძელდება.

- ეკონომიკური სიდუხჭირე, განათლების დეფიციტი და მედიის მიერ აგრესიის კუმულირება იწვევს იმ შედეგებს, რაც მწვავე აგრესიული ფორმებით ვლინდება?
- დიახ, ასე. უფრო შორს წავალ და ვიტყვი, თუ ეს ყველაფერი მინიმუმამდე არ დავიდა, სერიოზული კატაკლიზმების მოლოდინის განცდა მაქვს, რაც ამის ფონზე გასაკვირი სულაც არ არის.

- სოციალურ ქსელს
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუ დავუბრუნდებით, იქ აგრესია პიკს აღწევს. ხშირად უსაფუძვლო ბრალდებები გაისმის და ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას დაუფიქრებლად აყენებენ, მიმდინარეობს ვირტუალური ქვების სროლა, ჩაქოლვა. მაგალითად, გასულ კვირას ბათუმში განვითარებული ამბებისთვის ბევრი რამ იყო მაპროვოცირებელი ფაქტორი, ერთ-ერთი ალბათ ელვისებურად გავრცელებული ფრაზა ("თათრებს გვეძახიან"), რომელიც სოციალური ქსელითაც გავრცელდა, თუმცა მისი ავტორი რეალურად ვერ გამოვლინდა, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, აქციის მონაწილეები წაახალისა და ვითარება ნეგატიურ ფორმებში გადაზარდა...

- კი, ბატონო, გეთანხმებით და მიმაჩნია, რომ ეს ჩვენმა გარეშე ძალამ ააგორა, რომელმაც მშვენივრად იცის, რომ აგრესია ჩვენში მუდმივად კუმულირებულია, ოღონდ, პატარა ნაპერწკალი სჭირდება, რომ რაღაც ფორმით იფეთქოს. რომ არ არსებობდეს შესაბამისი მუდმივი აგრესიული მუხტი, საზოგადოებაზე ვერავინ და ვერაფერი იმოქმედებდა და ვერავის წააქეზებდა.

- ე.ი. ჩვენი საზოგადოება მუდმივად მზად არის წაქეზებისთვის?
- დიახ, სულ მზად არის! ასევე მუდმივია მტრის ხატის შექმნის მცდელობაც და რაც მთავარია, ეს ხატი ჩვენივე საზოგადოების წარმომადგენლისგან, ან ჯგუფისგან, პარტიისგან, გარკვეული აზროვნების, სტილისა და გემოვნების კატეგორის ადამიანებისგან იქმნება. როდესაც, მტრის ხატს ქმნი, მთელი აგრესია მისკენ მიემართება, ანუ ნეგატიური ენერგიის ობიექტზე გადატანა ხდება. ამით აგრესორი დესტრუქციული იმპულსებისგან თავისუფლდება, მგრამ ბუმერანგის ეფექტი მოქმედებს და შექმნილი მტრის ხატი შემქმნელსვე უბრუნდება...

- "ბრბო" არასდროს არაფერს არკვევს და ეძებს, ხმას ბრმად აყოლილი აგრესიას გამოხატავს, რითაც უფსკრულისკენ მიექანება...
- რა თქმა უნდა, არაფერს არკვევს და ეს არის მისი ე.წ. "კათარზისი" აგრესიისგან განწმენდა. მაგალითად, სოციალურ ქსელში გამოხატული ვერბალური აგრესია ინდივიდების მიერ საკუთარი აგრესიისგან დროებითი განმუხტვის საშუალებაა. ვინაიდან ჩვენი საზოგადოება ძალიან დამუხტულია, ეძებს ნებისმიერ საბაბს, აგრესიის დემონსტრირება მოახდინოს და ამ მძიმე იმპულსებისგან გათავისუფლდეს.

რაც აჭარაში მოხდა, ეს გაუგონარი ამბავია, იმ შეძახილებში, რაც ისმოდა, კარგად იკითხებოდა, რომ გარეშე ძალის მიერ ჩაგდებული "თესლი" იყო, რომელმაც "კარგად" გაიხარა...

- ჩვენი სინამდვილიდან კიდევ არაერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, თუნდაც ცოტა ხნის წინ "აუდიტორია 115"-ის მიერ სოციალური ქსელით დაწყებული კამპანია "ბიბლუსის" წინააღმდეგ - როგორც შემდეგ გაირკვა, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რამაც, აგრესიის ტალღა გამოიწვია ფეისბუქ-საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში. თან ამ ტალღას აყოლილი ადამიანები არც ინტერესდებოდნენ სიმართლით, მეორე მხარის მოსმენით, ისევე, როგორც ბათუმის მოვლენებისას, როცა ფაქტობრივად ჭორს - "თათრებს გვეძახიანო", უკვე რეალური ქვების სროლა და ვანდალიზმი მოყვა...
- კი, გეთანხმებით. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა კონკრეტული ადამიანის, კუთხის, ჯგუფის, კომპანიის, ქალაქის მიმართ ავლენენ აგრესიას და დაპირისპირების აუცილებლობა იქმნება. ყველაფერი კი თითქოს ფეოდალური დაქუცმაცებულობის ხანაში გვაბრუნებს... ჩვენს საზოგადოებაში ანალიზი და შეფასებაც კი პოლიტიზებულია, იდეოლოგიის ჩარჩოებში მოქცეული. არსებობს 2 ჭეშმარიტება და 2 ხედვა, ანალიზიც ამ რაკურსულ ჭრილში ექცევა, რაც დამღუპველია.

- რა მიგაჩნიათ პრევენციად?
- ყველაფერი მაინც მატერიალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან მოდის, რაც შემდგომ ძირეულ ცვლილებებს იწვევს. ამიტომ, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ეკონომიკურ-მატერიალური რესურსი, რომ საზოგაოებამ პირველადი მოთხოვნილებები მაინც დაიკმაყოფილოს. ადამიანებმა აუცილებლად განათლება უნდა მიიღონ, თავლსაწიერი გაიფართოვონ, პირველ რიგში განათლების რეფორმაა ჩასატარებელი (სასკოლო განათლებას ვგულისხმობ). უნივერსიტეტში ვმუშაობ და ვიცი, რა კატეგორიის ახალგაზრდები მოდიან ჩვენთან (შემიძლია ვთქვა, რომ ბუნდოვანი განათლებით). ამიტომ ქვეყანაში მინისტრების ცვლას აზრი არ აქვს, თუ კონცეფცია, მიდგომა არ შეიცვალა, რადიკალური ცვლილება არ მოხდა, არაფერი გამოვა. მედიამაც უნდა გააცნიობიეროს თავისი როლი და მნიშვნელობა.

- კი, მაგრამ ქართულ მედიაში ვფიქრობ, არაფერი ხდება ისეთი, რაც მსოფლიო მედიას არ გამოუვლია. ელემენტარულად, ის ასახავს რეალობას...
- დასავლურ მედიაც აშუქებს აგრესიულ ინფორმაციას, მაგრამ მათი მიდგომა არ არის სუბიექტური, მაყურებელი და მსმენელი თვითონ ირჩევს და აფასებს ყველაფერს. ჩვენთან არჩევანის მომენტი არ არსებობს. მაყურებელი და მსმენელი ისედაც კონცენტრირებულია აგრესიაზე და კიდევ ამის დამატება ეკრანიდან, საჭირო ნამდვილად აღარ არის. თუმცა მეორეც არის, 100 არხიდან მაყურებელი მაინც იმას ირჩევს, საიდანაც ქიშპობის, შელაპარაკებისა და შეურაცხყოფის ნიაღვარი მოდის. რატომ? იმიტომ, რომ განათლების დეფიციტი არსებობს.

დააკვირდით, ვინ არიან ჩვენთან სახეებად მიჩნეულები, - აგრესიით სავსე პოლიტიკოსები და ასევე საეჭვო რეპუტაციის მქონე, დაბალი ღირებულებების მქონე ადამიანები და ამის შემდეგ შედეგები კიდევ გვიკვირს?!.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
16:54 / 21-03-2017
რა კავშირშია განათლება აგრესიასთან ამიხსენით ვინმემ! რა შუაშია? გაგიგიათ რაღაც... აქ აგრესიაზეა საუბარი და არა განათლება გაუნათლებლობაზე. აგრესიული განათლებული არ გინახავთ? ან გაუნათლებელი, მაგრამ მშვიდი და გაწონასწორებული?ეს ზარელე შეფასებები მხდის პირადად მე აგრესულს
ანა
16:50 / 21-03-2017
აბა რა შესაფერისი სახელი მუძებნეთ
აგრარულ უნივერსიტეტს ნამდვილი ბენდუქიძეების დუქანია,მახსოვს პლატონას დუქანი ახლა ეს.
gogi
მსგავსი სიახლეები
ფსიქოლოგები: კონსულტაცია ადამიანს სულიერ განვითარებაში, აზრის, ემოციის კონტროლში ეხმარება
რაც უფრო მაღალია მოლოდინები, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ იმედგაცრუებულები დარჩებით.
სპეციალობები საქართველოში, სადაც მუდმივად კადრების დეფიციტია
"ძალიან მომწონს თმა რომ მაქვს შეღებილი, მიკეთია საყურე და მაქვს განსხვავებული იმიჯი"
ფსიქოლოგიური ფაქტები, რომელიც ჯობს გაითვალისწინოთ
მინდა წაიკითხონ ეს და თუ ამ თაობამ ამ სიყალბის, ამ სიჩლუნგის გააზრება ვერ მოახერხა, ჩათვალე
თუ ადამიანი არანორმალურად ბევრს ჭამს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:36 / 30-03-2017  Image მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სასამართლომ არ გაითვალისწინა რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამრთლო პროცესები მაინც ჩანიშნა
15:12 / 30-03-2017  Image უგულავა არველაძეს: "ძალიან მაგარი ყ...ე ხარ, იყავი და ასეთად დარჩები... სადმე როცა გადამეყრები, ერთი "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ"
ყოფილი და ამჟამინდელი "ნაციონალები" ვიზალიბერალიზაციის თემაზე ერთმანეთს "ფეისბუქში" დაუპირისპირდნენ
11:15 / 30-03-2017  Image ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი
"ნიუ სქულის" კომისიამ ნიკუშა მსოფლიოს 3000-ზე მეტი კონკურსანტიდან საუკეთესო თხუთმეტეულში მიიღო
16:25 / 30-03-2017  Image "ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა თხოვნით, შემოგვეტანა ალუჩა" - "გუდვილის" ოფიციალური კომენტარი ხილის ფასზე
ფასის მიუხედავად შემოტანილი ალუჩა მთლიანად გაიყიდა
11:01 / 30-03-2017  Image როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-2 აპრილს
31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49