მაშინ პირველ კურსზე იყო, რუსთავიდან თბილისში ჩამოდიოდა და გმირთა მოედნისა და ვარაზის ხევის გავლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიდიოდა. მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა ყოველდღიურად უხდებოდა, თუმცა გაზაფხულამდე არც კი ეჭვობდა, რომ ამ გზაზე რაიმე ხიფათს წააწყდებოდა.
როდესაც ანა ერთ ჩვეულებრივ დღეს, მიწისქვეშა გადასასვლელში ტანს ქვემოთ შიშველ ადამიანს წააწყდა, ექსჰიბიციონიზმის არც თეორიული და, რა თქმა უნდა, არც პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა. ამ თემაზე საუბარის გამბედაობაც მხოლოდ უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე შეძლო და აღმოაჩინა, რომ მის გამოცდილებას კიდევ ბევრი ადამიანი იზიარებდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მასავით დუმდა.
"შოკი მივიღე და ერთადერთი რეაქცია რაც მქონდა გაქცევა იყო. დიდი ხანი დამჭირდა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, რადგან პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანმა ჩემზე სექსუალური ძალადობა დააპირა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის სექსუალური ძალადობა. ყველაზე ახლო მეგობრისთვისაც კი ვერ ვბედავდი ამის თქმას, რადგან ძალიან მცხვენოდა. წაიკითხეთ გაგრძელება