თეა წულუკიანის ახალშობილი გოგონას პირველი ფოტო

თეა წულუკიანის ახალშობილი გოგონას პირველი ფოტო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 18 მარტს დედა გახდა. ახალშობილს მშობლებმა მარიამი (მერი) დაარქვეს. ის წულუკიანისა და მისი მეუღლის, ნუგზარ კაკულიას პირველი შვილია.

იუსტიციის მინისტრმა დავით გაგუას კლინიკაში იმშობიარა. მერი კაკულიას წონა - 3000 გრ. სიგრძე კი 49 სმ. თეა წულუკიანისა და ნუგზარ კაკულიას შვილის პირველი ფოტო სწორედ გაგუას კლინიკის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

მილოცვებს პასუხობს თეა წულუკიანიც. იუსტიციის მინისტრმა ფეისბუქის პირად გვერდზე მადლობა გადაუხადა კლინიკის თანამშრომლებს და მათ, ვინც მათი ოჯახის სიხარული გაიზიარა:

"მერის და ჩვენი, მშობლების სახელით დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავითს და დავით გაგუას კლინიკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც პირველი საათები და დღეები გაგვინათეს და გაგვიადვილეს. მერი კი ყველას მადლობას უხდის, ვინც მას დაბადება მოულოცა!" - წერს წულუკიანი ფეისბუქზე.

First photo of Justice Minister's newborn child

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

კორონავირუსით ინფიცირებული ქორწილში იმყოფებოდა - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ვირუსის ახალი შემთხვევების შესახებ

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, "დონას კლასტერთან“ 35-მდე შემთხვევაა დაკავშირებული